თამთა ჩაჩანიძე
22.04.2021

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 7 ივნისამდე უნდა გათავისუფლდეს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ მოთხოვნით 22 აპრილს რეზოლუცია მიიღო, რომელზეც რუსეთმა ტრადიციულად უპასუხა.

ნავალნის მხარდამჭერ რეზოლუციას 105-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 26 წინააღმდეგი იყო, ხოლო 11-მა თავი შეიკავა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ დოკუმეტს პოლიტიზებული უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

„რუსეთი არ შეასრულებს არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ევროსაბჭოს სხვა ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს არც ყირიმთან დაკავშირებით, არც ნავალნისთან და არც სხვა რეზოლუციებთან დაკავშირებით, თუ ისინი ჩვენი დელეგაციის არარსებობის შემთხვევაში მიიღება და რომლებიც ჩვენს კონსტიტუციას და სასამართლო გადაწყვეტილებას ეწინაარმდეგება," - წერს ტოლსტოი ტელეგრამზე.

რეზოლუციის პროექტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრანგმა დეპუტატმა, ჟაკ მერმა მოამზადა, ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე სხდომას 7- 8 ივნისს კვლავ გამართავს, აღნიშნული რეზოლუცია კი შემუშავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, და ნავალნის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ალექსეი ნავალნის 2021 წლის 2 თებერვალს პირობითი სასჯელი ორი წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. ოპოზიციონერის ადვოკატებმა ევროსაბჭოს საჩივრით მიმართეს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ნავალნის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე შეუძლებლად მიიჩნევს. იუსტიციის მინისტრმა, კონსტანტინ ჩუიჩენკომ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „იმთავითვე შეუსრულებელი" უწოდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საპყრობილეში 31 მარტიდან შიმშილობს. ის ითხოვს, რომ მასთან სამოქალაქო ექიმები დაუშვან, რაზეც ციხის ადმინისტრაცია უარს ეუბნება, რის გამოც მისმა მხარდამჭერებმა დიდს ქალაქებში აციები გამართეს, რა დროსაც ასობით ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×