ია აბულაშვილი
16.03.2021

ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას წინ გადაგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედი აქვს, რომ კულტურის სფეროში დიდი ძვრები მოხდება და ქართული პოლიტიკაც უფრო კულტურული გახდება. მისივე თქმით, ასევე პოზიტიური მოვლენა იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად თეა წულუკიანის დანიშვნა.

პარლამენტმა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა, მთავრობის სტრუქტურაში ამ ცვლილებას პარლამენტმა კენჭი უკვე უყარა. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე  სავარაუდოდ  მმართველი გუნდი თეა წულუკიანის კანდიდატურას წამოაყენებს, „ოცნებაში“ არ  უარყოფენ, რომ გუნდში ამ საკითხზე მსჯელობა უკვე იყო. 

„ეს გადაწყვეტილება იყო კულუტრის დაფასება და როგორც იქნა ამას მიხვდნენ. ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი  და იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის სფეროში დიდი ძვრები დაიწყება. კულტურა გახდება საფუძველი ყველაფერი იმისა, რაც საქართველოში მოხდება, საფუძველი ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენების და იმ თვალსაზრისითაც, რომ ქართული პოლიტიკა უფრო კულტურული გახდება.

„ვფიქრობ, რომ სპორტის  მიბმა ისევ კულტურაზე არ არის სწორი ნაბიჯი და ალბათ მომავალში სპორტიც ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება.

„რაც შეეხება კულტურის  მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურის წამოყენებას, მე მხოლოდ მივესალმები, რადგან მან იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ბევრი რამ გააკეთა. თეა წულუკიანს მე ბევრჯერ შევხვერივარ და გვისაუბრია კულტურაზე. ის მართლაც განათლებული და კულტურული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ კულტრის სფეროშიც ბევრ კარგ საქმეს გაააკეთებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×