ელზა პაპოშვილი
01.09.2020

გიორგი შაქარაშვილი საქმეში ახალი გენეტიკური მასალა და ახალი ჩვენება ჩნდება, რომელმაც შესაძლოა საქმე ახალი მიმართულეებით წაიყვანოს.  ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის ჩანთაზე დნმ-ის 5 კვალია ამოსული - ერთი დადასტურებულად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე - პირს, რომლისგანაც შაქარაშვილმა ითხოვა ჩანთა, დანარჩენი 3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია და დღეს სწორედ ეს გახდა ბრალდებულების ადვოკატებსა და პროკურატურას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი. 

ელზა პაპოშვილი
31.08.2020

სცემეს თუ არა 77 წლის ქალს კლინიკა „სითი მედიქალში“ და რატომ ადანაშაულებს ოჯახი მედიკოსებს იმაში, რომ მათ ავადმყოფზე იძალადეს? - ამის  გარკვევას ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეეცდება. თავად პაციენტი კი, რომელმაც სამედიცინო პერსონალი მასზე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, იმავე საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

მამუკა ნაცვალაძე
30.08.2020

ერეკლე მეორის წერილის იტალიური თარგმანი, რომელიც ვენის არქივშია დაცული,  სენსაციურ საიდუმლოს ინახავს. ჩვენ მივაგენით უნიკალურ ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ 1795 წლის კრწანისის ტრაგედიის შემდეგ ერეკლე მეორე დაუკავშირდა ევროპას. 

სამეცნიერო სიახლეა ის, რომ სათანადო კვლევისა და ანალიზის შედეგად ადრე ერთ წერილად მიჩნეულ დოკუმენტში, კერძოდ, ერეკლე მეორის წერილის იტალიურ თარგმანში, სხვადასხვა  პლასტი შევნიშნეთ, რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად დაცილებულია ქრონოლოგიური თვალსაზრისით. სწორედ ამ ცალკეული პლასტების შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კრწანისის ტრაგედიის შემდგომ ერეკლეს ელჩობა ვენაში ჩავიდა და იმპერატორს წერილი გადასცა. 

ელზა პაპოშვილი
30.08.2020

რატომ ვერ ხერხდება ბავშვებზე ძალადობის პრევენცია? საზოგადოება განგაშს მხოლოდ მას შემდეგ ტეხს, როდესაც ბავშვებზე ძალადობა ფატალურად სრულდება. ბავშვთა უფლებადამცველები „რეზონანსთან" ქვეყანაში ბავშვებზე ძალადობის შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გაუმართავი სოციალური სამსახურისა და რიგი პრობლემების გამო, ბავშვებზე ძალადობა სრულიად უკონტროლო ხდება. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ბავშვებს ოჯახში და მის გარეთ ძალადობისგან დაიცავს და აარიდებს ისეთ ტრაგედიებს, რომელიც თერჯოლაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მარიამ ნებულიშვილი
29.08.2020

„შეიძლება ითქვას, რომ რიგ ქვეყნებში ამ სტატისტიკით მართლაც იწყება კორონავირუსის მეორე ტალღა", - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან საუბრისას ბოლო პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ტენდენციებს, რის გამოც რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები სრულიად ჩაკეტა.

ელზა პაპოშვილი
28.08.2020

ზუგდიდის სოფელ ტყაიაში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს საშინელი ტრაგედია 27 აგვისტოს საღამოს ბავშვის სახლის კართან მოხდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ამ ფაქტის შემსწრე თვითმხილველები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და რეალურად არავინ იცის ავტომობილს ვინ მართავდა. გოგონას დედა მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაშია და მას რაიმეზე საუბარი უჭირს. 

ელზა პაპოშვილი
27.08.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მისი ბუნდოვანებით მოცული გარდაცავლების 41–ე დღეს კიდევ არა აქვთ გამოძიებისგან პასუხი, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ამიტომაც ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.

ელზა პაპოშვილი
27.08.2020

თბილისში ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა კუკიას სასაფლაოზე მოხდა. 27 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს და ის ალადაშვილის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა მედიკოსები ამბობენ, რომ მას სიცხოცლისთვსი შეუთავსებელი ჭრილობები გულმკერდის არეში ჰქონდა მოყენებული. 

ელზა პაპოშვილი
26.08.2020

პანკისის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია, უხუცესები და სამოქალქო აქტივისტები ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების შერიგებას კვლავ  უშედეგოდ ცდილობენ. ხეობაში ორ გვარს შორის სისხლის აღების საფრთხე კვლავ არსებობს. 

მარიამ ნებულიშვილი
25.08.2020

მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ეს შეიძება იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი ავადმყოფობისას საჭირო იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს, ან თავად კორონავირუსი იცვლება. როგორც ქართველი ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, ერთეული შემთხვევები ამ ეტაპზე არაფერს ნიშნავს, თუმცა საყურადღებოა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×