ელზა პაპოშვილი
24.05.2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მოხუცი ქალი დააყაჩაღეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, პენსიონერი ქალი  ჯერ სასტიკად ცემეს და შემდეგ დააყაჩაღეს. ის სახლში მარტო ცხოვრობდა. 

ელზა პაპოშვილი
22.05.2021

ჯგუფური მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა რეალურად 50 წლის გია გიორგაძის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. იგი დიღომში, ყოფილი ლაბორატორიის შენობაში, ღამის საათებში მეზობლად არსებულმა ხმაურიანმა ქეიფმა შეაწუხა, რის გამოც ეზოში ჩავიდა და მოქეიფეებს ხმაურის შეწყვეტა სთხოვა. მოგვიანებით იგი მრავლობითი დაზიანებებით უგონოდ მყოფი ეზოში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ელზა პაპოშვილი
21.05.2021

ბოლო ზარის დღეს მე-11 კლასელმა გოგონამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ახლა სოციალური მუშაკები და გამოძიება ადგენენ, იყო თუ არა გოგონა სახლში და სკოლაში ჩაგვრის ობიექტი, რამაც ამ ნაბიჯამდე მიიყვანა. დილიდან გურიაში საგამოძიებო მოქმედებები არ წყდება. მისი ძმა პოლიციამ სოცილური მუშაკის თანდასწრებით უკვე გამოკითხა. პოლიციაში ჯერ კიდევ იკითხებიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა მოტივზე რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს. 

ელზა პაპოშვილი
20.05.2021

წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი სისხლანი გარჩევით დასრულდა. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, მე-12 კალასელის დაჭრა გოგონას გამო მოხდა. დაპირისპირება ახაგაზდა მამაკაცს და სკოლის მოსწავლეს შორის ეზოში განვითარდა. მე-12 კლასელს ცივი იარაღით მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია. 

ელზა პაპოშვილი
19.05.2021

23 წლის მამაკაცი, რომელსაც გამოძება შეყვარებულის გაუპატიურებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ქურდობას ედავება, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. მიზეზი დაზარალებულის მიერ ჩვენების შეცვლა გახდა. შეყვარებულმა გოგონამ, რომელიც არასრულწლოვანია, სასამართლოზე განაცხადა, რომ შეყვარებულს ასაკი დაუმალა და უთხრა, რომ მისი ტოლი იყო. ხოლო მათ შორის სექსუალური კავშირი მხოლოდ და მხოლოდ მისი სურვილით მოხდა.

ელზა პაპოშვილი
17.05.2021

საბერძნეთში მომხდარ სასტიკ მკვლელობასა და დაყაჩაღებაში შესაძლოა ბრალდებული  ქართველი იყოს. ახლა საბერძნეთის პოლიცია არკვევს ყალბი ბასპორტით ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაკავებული 36 წლის მამაკაცი არის თუ არა დამნაშავე 20 წლის ქალის გაგუდვასა და მისი ოჯახის დაყაჩაღებაში. 

ელზა პაპოშვილი
16.05.2021

ორმხრივი სროლა თბილისში - კვირას შუადღისას, დაახლოებით ორის ნახევარზე ხუდადოვის და მანჯგალაძის ქუჩის კვეთაზე გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მას დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა მოუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა, ხოლო გაჩერებული ავტომობილიდან საპასუხო სროლის ხმა გაისმა. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად, სავარაუდოდ, ავტომობილში მჯდომთაგან ერთ-ერთი დაშავდა. 

ელზა პაპოშვილი
14.05.2021

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ყაზახეთის მოქალაქე 26 წლის გოგოს  გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე, გარდაცვლილის დის ქმარს, ასევე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

საქართველოში კორონავირუსის პიკია, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს ჯამში 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაღალია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დედაქალაქში, პარასკევის მონაცემებით, თბილისში 790 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ელზა პაპოშვილი
14.05.2021

საზარელი შემთხვევა ბათუმში - ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 გვამი იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ სავარაუდოდ, მამაკაცმა, რომელიც ქალთან ერთად ცხობროდა, დანით ჯერ ის მოკლა, შემდეგ კი მე-19 სართულიდან გადმოხტა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ დილის 6 საათზე ავტობობილზე რაღაცის დაცემის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულებს კი მამაკაცი დახვდათ, რომელიც სავარაუდოდ, ზწედა სართულიდან გადმოხტა. ამის შემდეგ მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მამაკაცის ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

რეზონანსი
13.05.2021

დედაქალაქის ქუჩების ქვეშ მიწისქვეშა გვირაბების ქსელია, პრინციპში პატარა მიწისქვეშა ქალაქი. სავენტელაციო შახტები და გვირაბები, რომლებიც თავშესაფრისთვის იყო განკუთვნილი, დღეს მიტოვებულია, მაგრამ არის დაცული თავშესაფრებიც, რომლებიც გასაიდუმლოებულია და იქ შესვლა აკრძალულია.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2021

სპეციალისტების შეფასებით, ახლა საქართველო კოვიდ-19-ის მესამე ტალღის პიკშია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყოველდღიური შემთხვევებისა და დადებითობის მაჩვენებელმა, წინა დღეებთან შედარებით, საგრძნობლად იკლო. რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პროცესში საზოგადოების დამყოლობა იზრდება და თუკი კომპლექსური მუშაობა იქნება, ქვეყანა წლის ბოლოსთვის სამიზნე 60%-ზე გავა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×