ელზა პაპოშვილი
10.03.2021

სასტიკი დანაშაული გორში - 56 წლის ტაქსის მძღოლი კისრის არეში 17 წლის არასრუწლოვანმა დაჭრა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მამაკაცმა საავადმყოფოში მისვლა თავადვე შეძლო. 

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2021

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რამაც, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეპიდსიტუაცია შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს. სპეციალისტები პარალელს ავლებენ შარშანდელ მოვლენებთან, როდესაც ზაფხულში ქვეყნის მოსახლეობის ანალოგიური „მოდუნებიდან" 3 თვეში ეპიდემიის კატასტროფული აფეთქება მივიღეთ.

ელზა პაპოშვილი
09.03.2021

უმძიმესი ფაქტი კახეთში - გურჯაანში მშობლების კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ორშაბათს გვიან ღამით მოხდა. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის პირველი შემთხვევა არ არის და ეს ახალგაზრდა წყვილი მეზობლებს სხვა დროს არა ერთხელ გაუშველებიათ. 

ელზა პაპოშვილი
08.03.2021

სასტიკი მკვლელობა კახეთში - 27 წლის მამაკაცმა საკუთარი პისტოლეტიდან დედა, მამა და ბებია დახოცა. ეს საზარელი დანაშაული თელავში 7 მარტს  დღის ხუთი საათისთვის მოხდა. მეზობლები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ყოფილი სამხედროა, რომელიც ბოლო დროს სახლში ჩაიკეტა და მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა უსამსახურობას მძიმედ განიცდიდა და ბოლო დროს მეზობლებთანაც აღარ კონტაქტობდა. 

თამთა ჩაჩანიძე
07.03.2021

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული, რომელიც კი სამ ე.წ. კლასტერს უკავშირდება,  არის თუ არა კორონავირუსის შედარებით სწრაფად გავრცელებადი შტამის ეს რაოდენობა ქვყანაში განგაშის საფუძველი?

ელზა პაპოშვილი
07.03.2021

არასრულწლოვნის სექსუალურად შევიწროების კიდევ ერთი ფაქტი - შემთხვევა შიდა ქართლში, ქალაქ გორში მოხდა. 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 24 წლის მამაკაცია დაკავებული. ფაქტის შესახებ პოლიციას ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგონას დედამ მიაწოდა. 

ელზა პაპოშვილი
04.03.2021

შემზარავი ფაქტი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგონა დედის მეგობარმა 50 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. ირკვევა, რომ 12 წლის ასაკში გოგონაზე სექსულაური ძალადობის შემდეგ ბავშვი ორსულად დარჩა. დედამ კი სოფეელში რომ ამბავი არ გახმაურებულიყო, ორსული გოგონა თბილისში ძმასთან ერთად წაიყვანა. ხოლო მშობიარობის დრო, როდესაც მოვიდა საავადმყოფოში, მიყვანილი ბავშვის შესახებ პოლიციას უკვე ექიმებმა აცნობეს. 

ელზა პაპოშვილი
04.03.2021

მკვლელობა და დაჭრა დიდ დიღომში - რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ადგილი კრიმინალურ გარჩევას ჰქონდა. ირკვევა, რომ ამ დაპირისპირების დროს მოკლულ 19 წლის ბიჭს, შოთა ქულუსაშვილს, სახლში მიაკითხეს და საქმის გასარჩევად გაიყვანეს, მოგვიანებით კი ტყეში მოკლული იპოვეს. 

ელზა პაპოშვილი
02.03.2021

სასტიკი დანაშაული თბილისში - ქმარი ცოლს ღალატის აღიარების გამო ჯერ 5 საათის განმავლობაში სცემდა, შემდეგ კი ცივი შხაპის ქვეშ აწამებდა. მამაკაცი ცოლს ღალატში ადანაშაულებდა და ეუბნებოდა, რომ დაესახელებინა იმ ადამიანის ვინაობა, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა.  

ქრისტინე კაპანაძე
02.03.2021

მთავრობის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც 2 მილიონ ადამიანზე მეტია. აკაკი ზოიძის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 15 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, რაც ტიტანური სამუშაოა, რისთვისაც დაახლოებით 4-ჯერ უნდა გაიზარდოს ის რესურსები, არც ამ მიმართულებით დღეს ჯანდცვის სისტემას აქვეს.

ელზა პაპოშვილი
01.03.2021

ქვემო ქართლში 60 წლამდე პედაგოგი მოსწავლეებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლციიამ დააკავა. მამაკაცის დაპატიმრების გადაწყვეტილება შსს-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტის შესახებ არასრუწლოვნებმა მათ ფარულად გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდეს. კადრებში  ჩანს მასწავლებელი მოზარდზე გარყვნილ ქმედებას როგორ ახორციელებს. საქმეში ასევე დევს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ ის სხვა მოსწავლეებსაც ავიწროებდა.  

რეზონანსი
01.03.2021

3 წლის წინ რუსთაველმა ნიკა მუსერიძემ აღმოაჩინა, რომ მის პატარა ქალაქში, მწვანე სკვერში სეირნობა არც ისეთი სასარგებლო იყო მისი ჯანმრთელობისთვის, როგორც ამით წლების განმავლობაში რუსთაველები ამაყობდნენ. ნიკამ შეიტყო, რომ რუსთავში ჰაერის მძიმე, 77%-იანი დაბინძურება ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „2019 წელს, 365 დღიდან, რუსთაველებმა 281 დღე ცუდი, ან ძალიან ცუდი ჰაერი ვისუნთქეთ".


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×