ელზა პაპოშვილი
16.11.2020

თემქაზე სასტიკად  მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

მარიკა ხორავა
15.11.2020

 მზარდი კოვიდსტატისტიკის პირობებში, კორონავირუსის სამკურნალოდ მობილიზებულია 5 500 საწოლი. კვირას ცნობილი გახდა, რომ იგეგმება საწოლფონდის 8 500-მდე გაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, არსებობს გეგმა „ბ", რომელიც საველე ჰოსპიტლებისა და დიდი სივრცეების მობილიზებას გულისხმობს. გახდება თუ არა საჭირო საველე ჰოსპიტალების მობილიზება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ - ამის შესახებ „რეზონანს" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა.

ია აბულაშვილი
14.11.2020

„თავად სააკაშვილი არის სუსტი, მისი მოწოდებები კი უფრო ასუსტებს ოპოზიციას და ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ გარკვეული დისტანცირება უნდა მოახდინოს სააკაშვილისგან“, - ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი სააკაშვილის მოწოდებას 14 ნოემბერის აქციასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
14.11.2020

სასტიკი მკვლლეობა თბილისში, თემქის დასახლებაში საკუთარ სახლში ახალგაზრდა ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მისი დაწვა სცადეს. გარდაცვლილის სახლში ასევე მისი მეგობარი იპოვეს, რომელსაც ყელი აქვს გამოჭრილი და უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. 

მარიკა ხორავა
13.11.2020

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ ყოველგვარი ანტირეკორდი მოხსნა, პარასკევის დილის მონაცემებით კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 3 473 ადამიანით გაიზარდა, აქედან ათასზე მეტი შემთხვევა თბილისზე მოდის. ზრდადი მონაცემებისა და რესურსების ფონზე შესაძლოა თუ არა საქართველოში იტალიური სცენარი განვითარდეს, სადაც მედიკოსებს ინფიცირების სიმძიმისა და ასაკის თვალსაზრისით უმძიმესი არჩევანის გაკეთება უწევდათ - ამ შესაძლო სცენარზე „რეზონანსთან" იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
12.11.2020

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით თურქი ბიზნესმენი ქემალ ქალაფათი დააკავეს. როგორც დაკავებულის ადვოკატი „რეზონანსს" უყვება, ქალაფათი ბრალს აღიარებს, თუმცა ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, რადგან ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რის გამოც თურქეთში იდევნება და იძულებული გახდა, საქართველში გამოქცეულიყო.

ქრისტინე კაპანაძე
12.11.2020

 ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვებს კორონავირუსის გავცელების შეჩერების უკანასკნელ შანსად ასახელებენ, რის გამოც მსოფლიო მასშტაბით ვირუსთან საბრძოლველად ახალი რეგულაციები წესდება.

მარიკა ხორავა
11.11.2020

 საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს. გარდაცვლილთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება. თბილისი კვლავს ვირუსის აფეთქების კერად რჩება. გახდა თუ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ხომ არ არის მოსალოდნელი წერტილოვანი შეზღუდვები, არის თუ არა ქვეყანაში საწოლფონდების პრობლემა და გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი - ამის შესახებ „რეზონანსი" ინფექციონისტებს ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
11.11.2020

შემზარავი ფაქტი ხაშურში - 54-წლის მამაკაცი 15 წლის მეზობელი გოგანას გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, დაკავებული მამაკაცი წარსულში ძალოვან სტუქტურაში მუშაობდა. დაკავებული მომხდარ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ გოგონას ფანტაზიის ნაყოფია. 

ელზა პაპოშვილი
10.11.2020

საზარელი მკვლელობა ბათუმში - 40 წლის ქალი საკუთარ ბინაში, მელიქიშვილის N53-ში დაჩეხილი იპოვეს. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ბელარუსის მოქალაქე, რომელიც საქართველოში უკვე 2 წელია ცხოვრობს, რამდენიმე დღეა არ გამოჩნდა. მისი ძებნა მეგობარმა დაიწყო და როდესაც სახლში მისულს კარი არავინ გაუღო, ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ბინაში შესულ სამართალდამცველებს კი ქალი მოკლული დახვდათ - მისი დანაწევრებული სხეული აბაზანაში იპოვეს.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2020

სამყარომ შეიძლება პანდემიისგან სულ მალე ამოისუნთქოს. გერმანულ-ამერიკულმა ვაქცინამ ცდების მესამე ეტაპი წარმატებით გაიარა. კომპანიების „პფიზერისა" და „ბიოტექის" მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2020

საქართველოში პანდემიური სიტუაცია თანდათან ძალიან რთულდება, უახლოეს ერთ კვირაში კი დიდი ალბათობით შესაძლოა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ზრდადი დინამიკა შესაძლოა დიდმა თავყრილობებმა გამოიწვიოს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×