ელზა პაპოშვილი 29.03.2021

ვენდეტა კახურად გრძელდება - 16 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გამო ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტზე მალხაზ ბადუაშვილზე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში შურისძიება სცადეს. ჩაშლილი თავადსხმის შემდეგ კი ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა თავად დაჭრილი ბადუაშვილი, რომელიც სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი ავტომობილის საჭესთან სხვა იჯდა, ჯერჯერობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.03.2021

„იბსუ მუდმივად ზრუნავს აკადემიური გარემოს განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას. სხვადასხვა პროგრამით წელიწადში 80-ზე მეტი სტუდენტი მიდის ევროპის, აზიისა თუ ამერიკის უნივერსიტეტებში, 1 000-ზე მეტი აბიტურიენტი კი შიდა სასწავლო გრანტით სარგებლობს“, _ ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) რექტორი საფფეთ ბარაქთუთანი, რომელმაც პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და აბიტურიენტებისთვის საინტერესო სხვა თემებზე გვესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 27.03.2021

შემზარავი ფაქტი თბილისში - ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალის საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ნაწამები იყო. მათი ვარაუდით, შესაძლოა ის საკუთარმა შვილმა ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა. გარდაცვლილის შვილები კი აცხადებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.
| |
ელზა პაპოშვილი 26.03.2021

კახეთში სისხლიანი დაპირიპირება, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, შს სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დააკავეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მცხორებლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით თავდასხმის მიზეზი შურისძიება გახდა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მალხაზ ბადუაშვილს მისივე თანასოფლელები თავს დაესხნენ. ისინი შურისძიებას ვანო ტორიაშვილის მკვლელობის გამო ცდილობდნენ. ტორიაშვილი 16 წლის წინ მოკლეს და ეს დანაშაული მალხაზ ბადუაშვილს დაბრალდა. მან ციხეში 15 წელი გაატარა. სწორედ ტორიაშვილის ბიძაშვილები არიან დაკავებულები.
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2021

ემუქრება თუ არა საფრთხე ვაშლიჯვრის მოსახლეობას და უნდა მოხდეს თუ არა მათი ევაკუაცია? - მოსახლეობა აბობს, რომ ისინი მიწის პატარა ბიძგებს გრძნობენ და მეწყერის ჩამოწაოლის სფრთხე არსებობს. ამიტომაც ქალაქის მერს კახა კალაძეს სთხოვენ, რომ მათი სახლებიდან გაყვანა მოხდეს. ისინი თავს მშვიდად ვერ გრძნობენ და არ გამორიცხავენ, რომ მიწამ მოწყვეტის შემთხვევაში მათი სახლები ჩაიტანოს.
|
ია აბულაშვილი 26.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ამბობს, რომ ასეთი თავდასხმა არა თუ ნაადრევია, არამედ გაუმართლებელიც.
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2021

არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი. გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ, აცხადებს „რეზონანსთან“ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე და ამატებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2021

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, ეს არის -70 გრადუსი, ამიტომ ის მხოლოდ 3 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 6 კლინიკაზე გადანაწილდება. ჩამოსულია 29 250 ათასი დოზა, რაც 14 ათას ადამიანს ყოფნის, რადგან აცრა ორჯერ კეთდება.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2021

კრიმინალური გარჩევა კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივებმა დილის 8 საათზე ავტომატიდან მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებმა კი გაიგეს, რომ მათ თანასოფლელზე თავდასხმა მოხდა. ავტომობილში, სადაც 4 ადამიანი იჯდა, ავტომატით დაცხრილეს. მანქანაში საჭესთან მჯდომი მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, 3 დაჭრილმა კი თავს გაქცევით უშველა.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2021

რა გახდა თურქეთში 25 წლის თეონა თუაშვილის სასტიკი მკვლელობის მოტივი კვლავ უცნობია. ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დანაშაულის სხვდასახვა ვერსიებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა სასტიკი დანაშაული გოგონას ქმარს უკავშირდებოდეს.
|
ია აბულაშვილი 24.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე დადებითად აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დარჩეს პოლიტიკაში და შექმნას ახალი პარტია - დარწმუნებულია, რომ თავისი ავტორიტეტით გახარია წარმატებას მიაღწევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|