ელზა პაპოშვილი 24.12.2020

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში. 47 წლის ელიზა კალანდაძე სავარაუდოდ 32 წლის ქმარმა მოკლა. როგორც გარდაცვლილი ქალის ნათესვები „რეზონანსთან“ ყვებიან, სიძემ მათ დას დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილის ცხედარი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ მას სამშაბათიდან ურეკავდნენ და ტელეფონი გამორთული იყო. ამის შემდეგ კი მათთან პროკურორმა დარეკა, რომელმაც უთხრა, რომ მათი და ქმარმა მოკლა.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2020

კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ერთი გასროლით მისსავე ცოლის ძმამ მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი ქუჩაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ, რომელიც სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, მოკლული რუსთავიდან იყო და სოფელში ყოფილ მეუღლესთან შესარიგებლად ჩავიდა.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2020

20 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილს ოჯახი უშედეგოდ ეძებს. ოჯახი ამბობს, რომ საქმეში ჩართულია პოლიციაც, თუმცა, სამხედროს კვალს ამ დრომდე ვერ პოულობენ.
|
ელზა პაპოშვილი 22.12.2020

ძარცვა და დაჭრა ხაშურში - 25 წლის გოგონა სახლში მძარცველმა იმ დროს დაჭრა, როცა მან ბოროტმოქმედს ძვირფასეულობის ქურდობისას ფაქტზე შეუსწრო. მძარცველი სახლში კომენდატის საათის დროს შეიპარა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, ახალგაზრდა ქალი აივანზე სარეცხსს ფენდა, რა დროსაც ოთახში შუქი დაინახა. ქალს გააუკვირდა ვინ იყო ოთახში, რადგანაც წესით მის გარდა სახლში არავინ უნდა ყოფილიყო. გოგონა ოთახში შევიდა და დაინახაა, რომ ნიღბიანი მძარცველი მის ოქროულობას იპარავდა.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2020

რა მოხდა რეალურად გლდანში 18 დეკემბერს ღამის საათებში და იმუქრებოდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარის აფეთქებით. რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, მამაკაცი პოლიციას მისი ადვოკატის თანხლებით ჩაბარდა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. 29 წლის გიორგი მერაბაშვილი, რომელიც ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
|
ელზა პაპოშვილი 20.12.2020

ცემეს თუ არა ხონის ფსიქიატრიული კლინიკის ნარკოლოგიურში 36 წლის მამაკაცი და რა ვითარებაში გარდაიცვალა ის, უცნობია. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არაა, რადგანაც სხეულს მრვალობითი დაზიანებები და მოტეხილობები აქვს. მათი აზრით, მამაკაცი რელურად ცემის შედეგად გარდაიცვალა.
|
ტატა შოშიაშვილი 19.12.2020

„კანონიერი ქურდი" ლევან აბულაძე, იგივე ლევან სუხუმსკი სასამართლოს შენობიდან გაიქცა დაჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმი" იუწყება.
|
ელზა პაპოშვილი 17.12.2020

5-თვიანი გამოძიების შედეგად, პროკურატურამ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა და დაადგინა, რომ გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. გამოძიების პროცესში საქმეზე 600-ზე მეტი პირი გამოიკითხა, ჩატარდა ათბით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ.
|
ელზა პაპოშვილი 16.12.2020

ბერძნული მედია iefimerida.gr წერს, რომ ბერძნულმა კრიმინალურმა პოლიციამ მასობრივი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, რომელშიც ბრალდებული 6 კაციანი დაჯგუფებაა, სადაცე ერთ-ერთი მათგანი 60 წლის ქალია, რომელიც მის სამ ვაჟთან ერთად დააკავეს. უპრეცედენტო ქურდობაში ბრალდებულ ქართველებს ბერძნული პოლიცია 24 ბინის გაძარცვაში ადანაშაულებს. გამოცემის მტკიცებით, ქართველები იპარავდნენ ოქროს, ბრილიანტს, საკრედიტო ბარათებს და სხვადსახვა ძვირად ღირებულ ნივთებს. ხოლო მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკვის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ეს ნივთები ამოღებულია.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2020

თეთრი წყაროში 82 წლის ქალი მოკლეს - მკვლლეობაში ეჭვმიტანილი კი მისი 87 წლის ქმარია. მოხუცს ჭრილობები ცივი ირაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა გამთენიისას სამხედრო დასახლებაში მოხდა. მკვლელობის მომენტში კი მოხუცები მარტონი იყვნენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰონდა და სავარაუდოდ, მან ცოლი მძინარე მდგომარეობაში საწოლში მოკლა.
|
ელზა პაპოშვილი 13.12.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვეზე მეტი ძებნის მიუხედავად ვერ დააკავა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასა და ტერორისტულ აქტში ბრალდებული ბადრი ესებუა, თუმცა დააკავა მისი ძმა ბიძინა ესებუა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია ის ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა ტარების ბრალდებით არის დაკავებული. ბიძინა ესებუა პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის ზუგდიდის მიმართულებით საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა.
|
ელზა პაპოშვილი 11.12.2020

უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. კენჭი უყარეს საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი. საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|