ია აბულაშვილი 16.02.2021

გერმანიაში დროებით სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო და ერთ დღეში შესაბამის ვებ-გვერდზე საქართველოს 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა, 35 121-მა მათგანმა კი შესაბამისი აპლიკაციაც შეავსო. საზოგადოებაში ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ანალიტიკოსთან ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დროებით სამუშაოზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების წასვლას დადებითი შედეგები ექნება.
|
ელზა პაპოშვილი 15.02.2021

ქობულეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავეს. 14 წლის გოგონა 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. არასრუწლოვანი სოფელ ქაქუთში ორი დღის წინ დაკრძალეს. გოგონა ოჯახის წევრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გარდაცვლილის დედას, რომელიც სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის საქართველოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.
|
ელზა პაპოშვილი 13.02.2021

შემზარავი ფაქტი ქუთაისში- რკინიგზის სადგურ „რიონის“ მიმდებარედ 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მას ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცხელი უთოთი დააუთოვეს. მოხუცს სხეულის 27% აქვს დამწვარი.
|
ელზა პაპოშვილი 12.02.2021

ქობულეთის სოფელ ქაქუთში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის დედა, რომელიც თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, 14 წლის გოგონას სუციდის შემდეგ სახლში დაბრუნდა და მომხდარის ირგვლივ პირველი განცხადება გააკეთა. ამბობს, რომ როდესაც მომხდარის შესახებ ნათესავებმა შეიტყვეს, ბიძებმა გოგონა სასტიკად სცემეს.
|
ელზა პაპოშვილი 11.02.2021

ტრაგედია ქობულეთში -14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც მოხუცი ამბობს, სუიციდის მიზეზი სავარაუდო სექსუალური ძალადობა უნდა გამხდარიყო. მისი თქმით, 14 წლის შვილიშვილი გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. ამ ფაქტზეპოლიციაც საქმის კურსში იყო და შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა პასუხებმა დაიგვიანა, რასაც არასრულწლოვანი განიცდიდა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ ყოფილა და შესაძლოა მასზე ძალადობას კვლავ აგრძელებდა.
|
ელზა პაპოშვილი 10.02.2021

55 ქართველი დააკავა იტალიის პოლიციამ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელების ორი დაჯგუფება გამოავლინეს.
|
ელზა პაპოშვილი 09.02.2021

არასრუწლოვნების იძულებით ქორწინების ფაქტები საქართველოში კვლავ ხშირია და უფლებადამცველთა ნაწილის ცნობით, სკოლების ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ ამან უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ერთი მსგავსი შემთხვევის გამო კი აზერბაიჯანის ომბუდსმენმა სამშაბათს ოფიციალურად მიმართა თავის ქართველ კოლეგას.
|
ელზა პაპოშვილი 08.02.2021

უბედური შემთხვევა გორში - სუხიშვილის ქუჩაზე 27 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ხატია ედიშერაშვილის გარდაცვალების მიზეზი ბუნებვრივი აირის გაჟონვა გახდა. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი არასრუწლოვანმა ძმის შვილმა ნახა. გოგონას ორი პატარა შვილი დარჩა, რომლებიც შემთხვევის დროს ახლობლებთან იმყოფებოდნენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.02.2021

დავით აღმაშენებლის ეპოქა დღემდე ქართველი საზოგადოების გამორჩეულ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა, რომელიც საქართველოს მეფეებს მომდევნო პერიოდში იდეურ და ზნეობრივ თამასად ჰქონდათ მოაზრებული. სამწუხაროდ, ამ თამასას მხოლოდ ერთი ხელისუფალი, გიორგი ბრწყინვალე შესწვდა საქმით.
ბუნებრივია, ამ სიმაღლეს და ასეთ გამორჩეულ დონეს საქართველო მხოლოდ ერთი ადამიანის ძალისხმევით ვერ მიაღწევდა. მეფეს არაერთი თანამზრახველი ჰყავდა და სწორედ ამ კონტექსტით უამრავი კითხვა ჩნდება - მაინც როგორ მოახერხა აღმაშენებელმა ასეთი სწორუპოვარი სახელმწიფოს შექმნა? 16 წლის დავითს ვინ ედგა გვერდით? რაში მდგომარეობს დავით აღმაშენებლისა და მისი თანამზრახველების წარმატების ფორმულა?
|
ელზა პაპოშვილი 05.02.2021

ვენდეტა 15 წლის შემდეგ- გამოძიების ინფორმაციით, ფოთში 43 წლის გურამ ახალაია საკუთარ ავტომობილში ძმის მკვლელობისთვის შურის ძიების მოტივით რუსლან შალიკაშვილმა იგივე (შალვა პოპამ) მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ზუსტად 2006 წლის 4 თებერვალს გურამ ახალაიამ რუსლანის ძმა გია შალიკაშვილი სახლიდან გაიყვანა და მას შემდეგ ცოცხალი აღარავის უნახავს. ის სამთვიანი ძებნის შემდეგ, ფოთში მეთევზეებმა იპოვეს. ახალგზრდა მამაკაცს სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.
|
ია აბულაშვილი 04.02.2021
ე.წ. „რიყის დოქები", რომელიც თბილისის ძველ უბანში წლებია უფუნქციოდ დგას, ეკონომიკის სამინისტრომ პროექტ „100 საინვესტიციო შეთავზება ბიზნესს" ფარგლებში, გასაყიდად გამოიტანა. გასულ წელს „რიყის დოქები" აუქციონზე 95 მილიონ ლადარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა, უძრავი ქონება არავინ იყიდა. ამჯერად კი შენობის საწყისი ფასი 71 მილიონ ლარს შეადგენს. აუქციონის პირობების თანახმად კი ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ამ ობიექტზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2021

ფოთში, მომსახურების სააგენტოს დაცულ ავტოსადგომაზე 43 წლის გურამ ახალაია ჩაცხრილეს. მამაკაცს ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციის შენობის კიბეებთან თავს დაესხა და საკუთარ ავტომობილში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილა. გარდაცვლილი სააგენტოში შვილთან ერთად იყო მისული. თავდამსხმელმა, როდესაც დაინახა, რომ გოგონა ავტომობილიდან გადავიდა და შენობაში შევიდა, მარტო დარჩენილ მამაკაცს თავს დაესხა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|