ელზა პაპოშვილი
05.11.2024

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, მასზე, რამდენიმე მაღაზიის ძარცვის გამო, ძებნა იყო გამოცხადებული. მედიის ცნობით, ის ბრენდული მაღაზიებიდან ძვირადღირებულ, დიზაინერების მერ შექმნილ ორიგინალურ ტანსაცმელებს იპარავდა. 

ქართველი მამაკაცი მაღაზიაში როგორც მყიდველი, ისე შედიოდა. ესაუბრებოდა კონსულტანტებს, არჩევდა ტანსაცმელს და შემდეგ ამ ტანსაცმლით ან მაღაზიიდან შეუმჩნევლად იპარებოდა, ან უბრალოდ გარბოდა და სანამ კონსულტანტები ან მაღაზიის დაცვა რამეს მოიმოქმედებდნენ, მიმალვას ახერხებდა.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მას ამ საქმეში დამხმარეებიც ჰყავდა, რომლებიც კონსულტატებს ყურადღებას აფანტინებდნენ. ასევე შესაძლოა მას გაქცევაშიც ემხარებოდნენ. ამიტომ გამორიცხული არაა დაკავებულთა წრეც გაიზარდოს. 

„მამაკაცი კარაბინერებმა ავტომობილების გეგმური შემოწმების დროს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 38 წლის ქართველზე ძებნა იყო გამოცხადებული, რადგან ის რამდენიმე მაღაზიის გაქურდობაში იყო ეჭვმიტანილი და რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე მასზე საჩივარი შეიტანა. 

„ქართველის კვალზე მაღაზიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და მაღაზიის კონსლტანტების ჩვენებების შედეგად გავედით. რამდენიმე მაღაზიის თანამშრომლები ქურდობის დროს ერთი და იგივე პიროვნებას აღწერდა. ასევე კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით მათ ეს პიროვნება ამოიცნეს. ამიტომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

„ის სხვადასხვა ყალბი პასპორტებით გადაადგილდებოდა, ხოლო ერთ-ერთი გეგმიური შემოწმების დროს, ის ავტომობილით გაჩერებული და შემოწმებული იქნა. კარაბინერებმა იგი ამოიცნეს და იქვე დააკავეს. არ არის გამორიცხული, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და  თანამზრახველები ჰყავს. მათ დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, როგორც ჩანს, მას ჰყავდა ამ ძვირადღირებული ნივთების გამსაღებლები და მათ კვალზეც გასვლას ვცდილობთ. საუბარია ძალიან ძვირიან ბრენდულ ტანსაცმელზე, რომლებიც მხოლოდ ორიგინალები იყო შექმნილი და ის ერთეულების სახით ამ მაღაზიებში იყიდებოდა“, - ამბობს საქმის გამომძიებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×