ელზა პაპოშვილი
04.10.2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს - წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.  უარის მიღების შემდეგ კი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი  ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის კაცი, კლინიკაში გადაიყვანეს. 

დაზარალებული ოჯახი კამერასთან საუბრისგან თავს იკავებს. მეზობლების ინფორმაციით კი, სავარაუდოდ,  წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები. 

„ფაქტი გვიან ღამით მოხდა. ოჯახს ეძინა, როცა სამი ნიღბიანი პირი სახლში შეუვარდათ. როგორც ირკვევა, ისინი ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ კი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ. ამბობენ, რომ თანხა და ძვირადღირებული ნივთებია წაღებული. ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი იმდენად ცუდად გახდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი აქვთ, რომ ახლობლების ან ადგილობრივების ნამოქმედარია. აბა აქ სხვა ვინ რა იცოდა ამ ოჯახს რა ჰქონდა? ფაქტია, რომ ვინც იცოდა, იმან ჩაუშვა“, - ამბობს ადგილობრივი. 

სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეიარაღებულ თავდამსხმელებს  პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×