ელზა პაპოშვილი
09.09.2023

რა გახდა სოფელ ნარუჯაში მამის მიერ შვილის მკვლელობის მიზეზი - „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები ერთადერთ ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 82 წლის პენსიონერს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათი თქმით,  მამა-შვილს შორის კონფლიქტი სულ არსებობდა, რაც გასულ პარასკევს უმძიმესი ამბით დასრულდა. მეზობლების თქმით, ბოლო კონფქლიტი თხილის საერთო ბიზნესის გამო წარმოიშვა და დავა ფულს უკავშირდებოდა. 

სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მამამ სანადირო თოფიდან 40 წლის შვილს ესროლა. ამას მოკლულის არასრუწლოვანი შვილი შეესწრო. როგორც მეზობლები ამბობენ, მათ საზარელი დანაშულის შესახებ სწორედ ბავშვისგან გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. 

„საშინელება მოხდა,  ამ კაცს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მკურნალობდნენ. ბოლო დროს მშვენივრად იყო და არაფერი ისეთი არ სჭირდა. ბიჭი აქცევდა ყურადღებას. ეს კაცი მარტო ცოხვრობდა და ბიჭი ჩამოხედავდა ხოლმე. მას 4 შვილი ჰყავს და ცოლ-შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა. ახლა თხილის ბიზნესი ჰქონდათ. ფული აქვს ამ კაცს, გაჭირვებული ეს არ ყოფილა. როგორც ამბობენ, სწორედ თხილის ბიზნესის გამო უკამათიათ.   

„ამ კაცს იარაღი გამოუტანია და უსვრია. რა ვიცი... კაცი რომ ცუდად არის, იარაღი საიდან ჰქონდა, ვინ მისცა? ეს ყველაფერი კი 4 წლის შვილიშვილის თვალწინ ჩაიდინა. ბავშვი შეშლილივით დარბოდა მეზობლებში და დახმარებას ითხოვდა. რომ მივედით, უკვე გარდაცვლილი იყო. თუმცა კაცს იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, რომ პოლიციამ პირდაპირ ფსიქიატრიულში წაიყვანა. მემგონი მიხვდა რა ჩაიდინა, სულ გაგიჟდა. არ ვიცი, საშინელება დატრიალდა“, - ამბობს ერთ-ერთ მეზობელი „რეზონანსთან“ 

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ასაკოვანი მამაკაცის ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ვერავინ  იფიქრებდა, რომ მამა-შვილს შორის ასეთი რამ მოხდებოდა. 

„4 შვილი დარჩა ობლად, ორი მცირეწლოვანია და ორი დიდია. ბათუმში იყო ყველა, მარტო ის ასაკიანი კაცი იყო აქ. პენსიონერი იყო, ფულიც ჰქონდა, კარგად  ცხოვრობდა. ყველაფერი ჰქონდა და ბოლო დროს არც ჯანმრთელობის მხრივ არაფერი მოსვლია. ამბობენ, რომ წამლებზე იყო მუდმივად. ახლა რაზე წაკამათნენ, რა იყო მიზეზი, არ ვიცით. ამბობენ ფულის გამოო და ამ შელაპარაკების დროს უსვრია. თუმცა, რომ დააკავეს, არ იყო ადეკვატური. ძალიან მძიმე მგდომარეობაში იმყოფებოდა. მგონია რომ მიხვდა რა ჩიდინა და ჭკუიდან გადავიდა“, - ყვება კიდევ ერთი  ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×