
სისხლიანი დაპირისპირება თბილიში, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჩხუბის და სროლის ხმა გუშინ გვიან ღამით ნაძალაევის რაიონში მაცხოვრებლებმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, დადიანის ქუჩაზე ორმხივი სროლა იყო, რა დროსაც ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაიჭრა და ასევე შემთხვევით გამვლელი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა. ხოლო ე.წ. ქუჩური გარჩევის დროს, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხუთიდან ათამდე გასროლის ხმა გაიგეს და ვარაუდობენ, რომ ორმხრივი სროლა იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაჭრილებიდან ერთმა პირმა საავადმყოფოს საკუთარი ფეხით მიაკითხა და მას ოპერაცია ჩაუტარდა. ხოლო დანარჩენების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე, ჯერჯერობით პოლიციას არ ჰყავს დაკავებულები და ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიდის.
„სისხლიანი გარჩევა ცოტნე დადიანის 20 ნომერში ღამის ორ საათზე მოხდა. ერთმანეთს 12-მდე პირი დაუპირისპირდა. როგორც გავიგეთ, ორი ჯგუფი იყო და 10-მდე კაცი 2 კაცს გაუსწორდა. არსებულ დაპირისპირებას წინ წარსულში მომხდარი კონფლიქტი უძღოდა. როგორც გავიგე, ამ 10 პირიდან რამდენიმე არის დაჭრილი და ასევე იმ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი დაჭრეს. ჯერ დანით დაუჭრიათ ერთმანეთი და მერე სროლა დაიწყეს. ჩვეულებრივი განგსტერული გარჩევა იყო, სადაც ორივე მხრიდან ისროდნენ. ერთი ბიჭი იყო დანით ბარძაყის არეში დაჭრილიო და დანარჩენს, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ ჭრილობები მიღებული. დაიჭრა ასევე, სრულიად შემთხვევით გამვლელი“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|