ელზა პაპოშვილი
05.09.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს იმ პირებს, რომლებმაც კასპში შშმ პირზე იძალადეს და სასტიკად სცემეს. ეს შემზარავი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 33 წლის გიორგი ედიშერაშვილს უჭირს საუბარი და გადადგილება. მას მრავალი მოტეხილობა აქვს. ასევე თავზე რამდენიმე მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მსხვერპლი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დღემდე უცნობია რა გახდა შშმ პირზე თავდასხმის მიზეზი. დაზარალებული თავს ჯართის შეგროვებით ირჩენდა.    

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ გიორგი ედიშერაშვილი მაღაზიაში წვენის საყიდლად იმყოფებოდა, გარეთ გამოსულს კი 50 წლამდე კაცი შეხვდა, როემლმაც ავტომობილით გასეირნებ შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი ის ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და სადგურის ტერიტორიაზე წაიყვანა და სასტიკად სცემა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დანაშაული მხოლოდ ერთმა პირმა არ ჩაიდინა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდას რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. მათი აზრით, შესაძლოა ისინი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. სასტიკად ნაცემი ბიჭი ერთ-ერთი დაწესებულების დარაჯმა იპოვა, რომელმაც პოლიცია და სასწრაფო დახარება გამოიძახა. სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა ნაცემმა პირმა დაასახელა და მათზე  ამჟამად პოლიციას ძებნა აქვს გამოცხადებული.  

„ტაჭკით დადიოდა და ჯართას აგრვებდა. უწყინარი, უკარგესი ადამიანი. მას უჭირს მეტყველება და შშმ პირია.  შეღამებისას „ლიბრეში“ წვენის საყიდლად შესულა. როდესაც გარეთ გამოვიდა მაღაზიიდან 50 წლამდე მამაკაცი აჰყვა, რომელმაც მანქანით გასეირნება შესთავაზა. უარი უთქვამს გიორგის, თუმცა ძალის გამოყენებით  ჩაუსვამს. ამის შემდეგ მეტეხისკენ წაუყვანია სადგურის ტერიტორიასთან და სასტიკად უცემია. 

„ნარტყამი აქვს აგური და ამ დროისთვის წელს ქვემოთაც არის მოწყვეტილი. არსებობს ეჭვი, რომ ეს მამაკაცი მარტო არ იყო და მასთან ერთად სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. თავად, მიუხედავად ამ მძიმე დაზიანებებისა, ავტომობილის ფერი და მარკაც დაუმახსოვრებია, ნომერიც კი უთქვამს. ეჭვია ასევე, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და „გაერთნენ“. უგონო მდგომარეობაში ადგილობრივს უპოვია, რომელიც იქვე დარაჯად მუშაობს და 112-შიც  მას დაურეკია. პირველად კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის უკვე მცხეთის კლინიკაშია მოთავსებული“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ როდესაც ნაცემი ბიჭი რაღაც შენობასთან დააგდეს, ცოტა ხანში მოძალადე სხვა პირებთან ერთად მისულა ადგილზე და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო და სჯობდა შეშვებოდნენ. 

„როგორ უნდა გაიმეტოს ადამიანმა ეს ბიჭი, როცა ვერც ნორმალურად საუბრობს, ვერც ნორმალურად დადის და რაც შეუძლია, ეს მხოლოდ შრომაა. მთელი დღე დადის, ჯართს აგროვებს და მერე აბარებს. ყველას ეცოდება და ეხმარება. ვინ არიან ეს აარაადამიანები, რომ მას ასე მოიექცნენ. პოლიციამ სასწრაფოდ უნდა იპოვოს და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. როგორც ჩანს, მკვდარი ეგონათ და თავი ამიტომ დაანებეს. თავში  აქვს ნარტყამი. მოტეხილი აქვს ნეკნები და თავი დაზიანებული. ამას რომ ადამიანი გააკეთებს, რაღაზე შეიძლება იყოს საუბარი“,- ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×