ელზა პაპოშვილი
24.03.2023

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „რეზონანს“ ადგილობრივები უყვებიან, მეზობლებს შორის გვიან ღამით დაწყებული კონფლიქტი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც 50 წლის ბიჭმა  60 წლის მემაკაცი დანით მოკლა. მეზობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ, ხოლო იქიდან გამოსვლის შემდეგ მათ შრის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა კაცმა მეზობელი ბელიაშვილის ქუჩაზე საქმის გასარჩევად დაიბარა.  ადგილზე  მისულ მამაკაცს კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 ადგილობრივები ამბობენ, რომ მეზობლებს შორის წარსულში რაიმე სახის კონფლიქტი არ არსებობდა. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება იყო. ისინი ამტკიცებენ, რომ 50 წლის მამაკაცმა მეზობელი აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა. ხოლო, როდესაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და ბრალი აღიარა. მან ნივთმტკიცებად თან ის დანაც მიიტანა, რომლითაც მეზობელი მოკლა. 

„ირკვევა, რომ გამთენიისას მეზობლებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთში იჩხუბეს. თავდაპირველად ადგილი  სიტყვიერ შეურაცხოფას ჰქონდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზრდა და 50  წლამდე ბიჭმა  65 წლამდე მამაკაცი დანის ჩარტყმის შედეგად მოკლა. მათ შორის წარსულში რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა. ეს იყო უბრალოდ იმ წუთიერი აფექტური მდგომარეობა. ორივე ნასვამი ყოფილა. შეაგინაო თუ რაღაცა ასეთი და ამის გამო დანა დაარტყა. როცა მიხვდა რა ჩაიდინა, მაშინვე პოლიციაში თავისივე ფეხით გამოცხადდა. თან დანა წაუღია, რითცა ეს მეზობელი დაჭრა და შემდეგ ის გარდაიცვალა. კაცის ცხედარი დილით მეზობლებმა  იპოვეს“,-ჰყვება „რეზონანსთან“ ადგილობრივი. 

 ჩვენების მიცემის შემდეგ კი  პოლიციამ 50 წლის კაცი დააკავა. საქმეზე გამოძიება 108-ე გნაზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×