ელზა პაპოშვილი
06.02.2023

საზარელი დანაშაული გორში - სოფელ რეხაში 60 წლამდე ასაკის ღვთისო პეტრიაშვილმა ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დილით მოხდა. მამაკაცმა მკვლელობის შემდეგ შვილებს დაურეკა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოუყვა, მათ კი პოლიციას აცნობეს. თუმცა, სანამ სამართალდამცველები ადგილზე მივიდოდნენ, მამაკაცმა თავი მოიკლა. 

მომხდარის სავარაუდო მიზეზზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა, როგორც, პეტრიაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ყოფილი პოლიციელია, რომელიც სისტემიდან 10 წლის წინ წავიდა, რამდენიმე წლის წინ კი სოფელში დასახლდა. 

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი და მისი ცოლიც დიდად არავისთან კონტაქტობდნენ, თუმცა მათი სახლიდან კონფლიქტის ან კამათის ხმა არასდროს გაუგიათ. პეტრიაშვილის ახლობლები კი ფიქრობენ, რომ ეს მძიმე დანაშაული მან შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების გამო ჩაიდინა. ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ორჯერ  იყო და მკურნალობდა, თუმცა მოგვიანეით მედიკამენტების მიღება შეწყვიტა. 

„ყოფილ პოლიციელი იყო და რაღაც პერიოდის განმავლობაში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მკურნალობდა კიდეც, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ვერ აცნობიერებდა რა სჩადიოდა, ხოლო როცა მიხვდა, შვილებს დაურეკა და უთხრა, რომ ეს საშინელება გააკეთა. მათ პოლიციას დაურეკეს, მაგრამ ვეღარ მოასწრეს. მან  იმავე იარაღით მოიკლა თავი. ადგილზე მისულებს სამივე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

„10 წელია რაც პოლიციელი აღარ არის. სისტემიდანაც მგონი ჯამრთელობის პრობლემების გამო წამოვიდა. მუშაობასაც ვეღარ ახერხებდა“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ახლობლები.

ადგილობრივების ვარაუდითაც, მამაკაცმა  მკვლელობა და თვითმკვლელობა სწორად მძიმე ემოციური ფონის გავლენით შეიძლება ჩაიდინა. მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა. 

„15 წლის წინ ჩვეს სოფელში მიწა იყიდა და აქ სახლი ააშენა. იმის მერე ცოლთან და სიდედრთან ერთად ცხოვრობს. შვილები მგონი დაოჯახებული არიან.  მეზობლებთან საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდათ, ძალიან ჩაკეტილი ოჯახი იყო. ქალი არასდროს დამინახავს, გარეთ თითქმის არ გამოდიოდა. კაცი კი „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ მეტს არაფერს იძახდა. 

„მათ სახლში მეზობლები არ შედიოდნენ და ისინიც არავისთან კონტაქტობდნენ. მხოლოდ ის  ვიცით, რომ  ყოფლი პოლიციელია და მეტი არაფერი. მოხმდარის შესახებ  მაშინ გავიგეთ, როცა ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა. თქვეს, რომ კაცმა დილით ჯერ მძინარე ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა“, -ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×