ელზა პაპოშვილი
02.02.2023

სოფელ ლამისყანაში დანაწევრებული ადგილობრივის  ცხედარი  იპოვეს. ადგილობრივებმა მამაკაცის ქვედა კიდურები ნახეს. ცხედარი სავარაუდოდ  72 წლის ავთანდილ ბენაიშვილს ეკუთვნის, რომელიც  სახლის უკანა ეზოში იპოვეს და მხოლოდ ქვედა ტანია დარჩენილი. ფიქრობენ, რომ კაცი  მგლებმა შეჭამეს. ის  ღამით გაუჩინარდა, მეზობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. როგორც „რეზონანსთან, ყვებიან,  ცხედრის ნაწილები სახლის უკანა ეზოში ნახეს. 

ვარაუდბენ, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ტუალეტში გამოვიდა და მას თავს მგლები დაესხნენ. სხეულის ნაწილი შეჭამეს, ნაწილი კი სახლის უკან დატოვეს. ადგილობრივები პანიკაში არიან და აცხადებენ, რომ მგლები მომრავლდნენ და სოფელში ღიად ჩამოსვლას აღარ ერიდებიან. ისინი სახელმწიფოსგან მგლის მოკვლის ნებართვას ითხოვენ, რადგან საფრთხე მათაც ემუქრებათ. მგლის მოკვლაზე ჯარიმაა დაწესებული, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მისი გაუქმებაა საჭირო.  

„საწყალი კაცი, ისეთი საშინელი ამბავი მოხდა. ღამით ადამიანი მოულოდნელად  გაუჩინარდა, ვერსად ვეღარ იპოვეს. ისე ჩუმად მოხდა ყველაფერი, ვერავინ  გაიგო. სავარაუდოდ, კაცი ტუალეტში გამოვიდა,  ნასვამი ყოფილა. ეტყობა, რამდენიმე ერთდროულად დაესხა თავს და წააქციეს. რა უნდოდა მოხუცის, თანაც ნასვამი კაცის დამორჩილებას. ზედა ტანი სულ შეუჭამიათ. მხოლოდ ქვედა ტანიღა იყო დატოვებული. მანამ მეზობელი უკანა ეზოში არ გავიდა, კაცი ვერსად ვიპოვეთ. ხან სად ვეძებდით და ხანაც სად. საქონელიც არაერთხელ შეგვიჭამეს. ცივა და  ეტყობა, საჭმელს ვეღარ პოულობენ. ამიტომ  სოფელში ღიად ჩამოსვლას არ ერიდებიან. მგელზე ნადირობის უფლება უნდა მოგვცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელში ხალხს დაჭამენ. ან მთელ საქონელს გაგვინადგურებენ. იმხელა ჯარიმაა დაწესებული, მათი მოკვლის უფლება არ გვაქვს - არადა საფრთხე რეალურია“, - უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი.       

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×