ელზა პაპოშვილი
29.11.2022

ზუგდიდში კაცმა მეზობლის  ბენზინით დაწვა სცადა, თუმცა მძიმე დამწვრობის გამო თავად დაიღუპა, ხოლო მეზობელი ვის საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამწვარია მესამე ადამიანიც, რომელიც გარდაცვლილი 75 წლის მამაკაცის ძმაა. ის ცეცხლმოდებული ძმისა და მეზობლის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დამწვრობა თავადაც მიიღო. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, მეზობლებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. 75 წლის მამაკაცს ახალგაზრდა მეზობელთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ მან სახლიდან ბენზინი გამოიტანა, მეზობელს გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ კი იგივე მეთოდით თვითმკვლელობა სცადა. მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

„ადრეც ჰქონდათ რაღაც კონფლიქტი. ერთმანეთზე იყვნენ გადაკიდებული. ახლა რაზე იჩხუბეს და რა გახდა ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი, არ ვიცით. თავად ორნი იყვნენ და სიტყვიერი შელაპარაკება მოსვლიათ. ამ კაცმა სახლიდან ბენზინი გამოიტანა, ჯერ ამ ბიჭს შეასხა და მერე თავად გადაისხა. სანამ ბიჭი აზრზე მოვიდა რას აკეთებდა, მან ცეცხლი მოუკიდა და თავადაც წაიკიდა. 

„ამ ხმაურზე და ჩოჩქოლზე კაცის ძმა გამოიქცა, რომ გაეშველებინა. დაინახა ორივეს ცეცხლი ეკიდა. მათ გადარჩენას შეეცადა და დამწვრობა თავადაც მიიღო. 

„მარტო იყვნენ ეს ორი ადამიანი და კაცმა არ იცის ჩხუბი რაზე დაიწყეს. მეზობლები რომ შევცვივდით, უკვე დამწვრები იყვნენ. სასწრაფო გამოვიძახეთ და ემზარი, ეს ასაკოვანი კაცი, საერთოდ დამწვარი იყო. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მისი ძმა და მეზობელი ბიჭი მძიმე მდგომარეობაში არიან. რამ აიძულა ეს კაცი ამ ნაბიჯამდე მისულიყო, მათ გარდა არავინ იცის“, - უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი მცხოვრები.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×