ელზა პაპოშვილი
08.11.2022

კახეთში, სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის  სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულ 34 წლის გიორგი გაწირიძეს მოსამართლე თამარ კაპანაძემ სასჯელის უმაღლესი ზომა -უვადო პატიმრობა მიუსაჯა. შემზარავი დანაშაული 11 თებერვალს მოხდა. ბრალდებული გიორგი გაწირიძე კონდოლში ფერმაში მწყემსად მუშაობდა. ამავე ფერმაში იყვნენ დასაქმებული მოკლული ცოლ-ქმარი - 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. მკვლელობის მოტივი კი 20 ათასი ლარია,რომელიც ოჯახმა გაყიდული ვენახის სანაცვლოდ აიღო. 

გამოძიების ცნობით, ბრალდებული გიორგი ჯიბიაშვილისგან სწორედ ამ თანხას ითხოვდა, უარის მიღების შემდგე კი ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ კი სამზარეულოდან ქმრის დასახმარებლად  გამოსული მისი მეუღლე. ამ ყველაფერს კი მათი 16 წლის შვილი შეესწრო. გამოძიების ცნობით, გოგონა მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ დაჭრილმა დედამ ტელეფონით თანამშრომელთან დარეკვა მოასწრო და მას სთოხვა, რომ პოლიცია გამოეძახა, რადგან მისი ქმარი მკვდარი იყო, თავად კი დაჭრილი, ხოლო გოგონას ბრალდებული გაწირიძე მოკლავდა. ბრალდებულმა ბავშვის დაბმა და ფიზიკური შეურაცხყოფა მოასწრო, თუმცა ადგილიდან პოლიციის მისვლის გამო გაქცევა მოასწრო. 

ცოლ-ქმარი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, გაქცეული დამნაშავე კი პოლიციამ 4 დღის შემდეგ ბათუმში დააკავა. 

სოფელ კონდოლში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები პოლიციას ფერმის მეპატრონემ მოუყვა, რომელიც პირველი იყო, ვისი ზარიც მომხდარის შემდეგ 112-ში შევიდა. გიორგი სამხარაძემ დაწვრილებით მოუყვა გამოძიებას და სასამართლოს რა მოხდა სოფელ კონდოლში და ადგილზე მისულს რა შემზარავი სურათი დახვდა. ის იხსენებს მომაკვდავი ქალის მასთან უკანასკნლე ზარს, რომელიც შვილის გადარჩენას ცდილობდა. 

„იმდენად მძიმე ამბავია, რომ გოგონა დღემდე სტრესში იმყოფება. ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან პოლიციამ მისვლა დროზე მოასწრო და ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა. 

„გაუგია, რომ ცოლ-ქმარმა ვენახი გაყიდეს. ის სახლში დაპატიჟეს და მისაღებში ვახშმობდნენ, როდესაც ამ გარეწარს უთქვამს - ფული მომეციო. გიორგის უთქვამს - არ მაქვს და  რა მოგცეო. ამაზე შელაპარაკდნენ, სანადირო თოფი მოუღერა და დამიზნებით ესროლა. 

„სროლის ხმაზე სამზარეულოდან ცოლი გამოიქცა და მასაც კარებთან ესროლა. ამ ყვირილზე და ხმაურზე კი მათი 16 წლის გოგონა მეორე სართულიდან ჩამორბოდა, როცა მან ბავშვი დაიჭირა, უკან აიყვანა და დააბა. 

„ამის შემხედვარე დაჭრილმა ქალმა, რომელიც სიკვდილს ებრძოდა, ტელეფონის აღება და ფერმის მეპატრონესთან დარეკვა მოასწრო. სთხოვა, რომ მისი შვილის სიცოცხლე ეხსნა. მკვლელი გოგონას ეუბნებოდა, რომ მისი მშობლები დახოცა და შემდეგი ის იქნებოდა. ამიტომ სჯობდა ეთქვა ფულს სად მალავდნენ. სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ქალმა დარეკვა მოასწრო. ამიტომაც შემთხვევის ადგილიდაან მიიმალა. 

„ადგილზე მისულ ფერმის მეპატრონეს და პოლიციას საზარელი სურათი დახვდათ. ქმარი მისაღებში იყო მოკლული, ცოლი კი იქვე სამზარეულოს კარებთან იწვა, რომელიც სისხლად დაცლილა და უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი კი შოკურ მდგომარეობაში მეორე სართულზე დაბმული ნახეს. ამ ნაძირალას შვილივით პატრონობდნენ  და ეცოდებოდათ, ამან კი ფულის გამო ოჯახი ამოწყვიტა“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

არასრულწლოვანის თვალწინ ანგარების გამო ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, რამაც საქმეზე მოსამართლის ვერდიქტი განსაზღვრა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გაწირიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების დასაბუთებისას თამარ კაპანაძემ განსაკუთრებული ყურადღება მოზარდის ფსიქო-ემოციურ და სტრესულ მდგომარეობაზე გაამახვილა. არ იყო გამორიცხული, რომ მკვლელს 10 თებერვალს მშობლებთან ერთად გოგონაც მოეკლა.

დაზარალებული ოჯახი, მკვლელობის პირველივე დღიდან დანაშაულის ჩამდენი პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდა.

თელავის რაიონული სასამრთლოს ვერდიქტზე განცხადება გაკეთდა პროკურატურაში. საქმის პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომლებმაც გიორგი გაწირაძის უვადო პატიმრობა გადაწყვიტა. საქმის მასალებს შორის იყო ექსპერტიზის პასუხები და შემთხვევის ადგილას ამოღებული ნივთმტკიცებები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×