ელზა პაპოშვილი
07.11.2022

ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - საუბარია სოფელ კონდოლში ერთ-ერთ ფერმაში მომხდარ დანაშაულზე, რომელიც მიმდინარე წლის 11 თებერვალს მოხდა. ეს საზარელი დანაშაული სოფელში დღემდე ახსოვთ. ფაქტს უშალოდ მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის გოგონა შეესწრო. მოკლული არიან 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. 

დამნაშავემ ცოლ-ქმრის დახოცვის შემდეგ გოგონა ჯერ გაკოჭა, შემდგე კი ფიზიკურად უსწორდებოდა და სთხოვდა ეთქვა სად ჰქონდა მის მშობლებს ფული დამალული. ბავშვს ესმოდა როგორ მოკლა 34 წლის გიროგი გაწერიძემ მისი მშობლები. მამაკაცი მათთან მწყემსად მუშაობდა და გაიგო, რომ ცოლ-ქმარმა ვენახი გაყიდა, საიდანაც სავარაუდოდ, 20 ათასამდე თანხა აიღეს. სწორედ ამ ფულის გამო მოკლა მან ჯერ ქმარი, შემდეგ კი ცოლი, თუმცა ფულის წაღება ვერ მოახერხა და ადგილიდან მიიმალა. 

„ცოლ- ქმარს ფულის გამო გაუსწორდა.მკვლელობას კი მათი 16 წლის შვილი შეესწრო. არასრულწლოვანი დამნაშავემ გაკოჭა, ცოლ-ქმარს ჯერ საწამლავი ჩაუყარა, შემდეგ იარაღიდან ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილებმა ვენახი გაყიდეს და სავარაუდო დამნაშავე, სწორედ ამ ფულს ითხოვდა, საუბარია 20 ათას ლარზე. გიორგი გაწერიძე, რომელმაც ეს დანაშაული  ჩაიდინა, წარსულში ასევე მკვლელობის მუხლით იყო ნასამართლევი. არადა შვილივით ჰყავდათ სახლში მიღებული და ეცოდებოდათ. 

„რა აზრზე მოვიდოდა ვინმე, რომ ის ამ საშინელებას ჩაიდენდა. ვფიქრობ განაჩენი ძალიან ადეკვატურია, რადგან ასე ცივსისხლიანად დახოცა ცოლ-ქმარი. სახლში მისულა და გიორგის საჭმელი შეუთავაზებია. მისაღებში მსხდარან და ჭამდნენ. კონფლიქტი იქ მოსვლიათ. მისთვის გიორგის ხელფასი მიუცია. უთქვამს მეტი მინდა და მომეციო. ამას უთქვია სად მაქვს რა მოგცეო და სიტყვიერი შელაპარაკება მოსვლიათ. ამდგარა და სანადირო თოფიდან უსვრია. 

„მერე სამზარეულოში შესულა, სადაც ცოლი იყო და ის იქ მოკლა. ბავშვი მაღლა მეორე სართულზე იყო და სორლის ხმაზე კიბეებზე ჩამოვიდა. დახოცილი მშობლები რომ დაინახა გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და გაკოჭა. ფული სადააო უთქვამს და ფიზიკურად გაუსწორდა. არ დასცალდა თორემ ალბათ ბავშვსაც მოკლავდა“,-უყვება „რეზონანს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×