ელზა პაპოშვილი
30.10.2022

ამ დროისთვის პოლიცია კვლავ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა თბილისში, სასტუმრო „ლუქსში“, სადაც 47 წლის ბიზნესმენი გიორგი მაისურაძე, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა. გამოძიება იკვლევს სასტუმროს გარშემო განლაგებული კამერების ჩანაწერებს, რათა დაადგინოს ვინ შეიძლება სასტუმროში შესულიყო და ბიზნესმენის ნომეში ხელყუმბარა აემოქმედებინა. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთის მიხედვით, ბიზნესმენმა თვითმკვლელობის მიზნით თავი სასტუმროს ნომეში თავად აიფეთქა, ხოლო მეორე ვერსიით ის სასტუმროში ააფეთქეს.    

„თავიდან გევგონა, რომ გაზი აფეთქდა და მამაკაცი ამის შედეგად დაშავდა. აფეთქების ხმა რომ გავიგეთ. ავცვივდით ზემოთ, საიდანაც ხმა მოდიოდა და ვნახეთ, რომ სასტუმროს ნომრის ერთი ოთახი სრულიად დანგრეული იყო. შევედით და ოთახში შუა ხნის მამაკაცი დაგვხვდა, რომელსაც მთელს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. 

„ერთი ვერსიით, მან, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ოთახში თავად  აამოქმედა. როგორც ამბობენ, ასაფეთქებელი ნივთიერება თავად მიიტანა და თავის მოკვლა სცადა. ამბობენ, რომ ბევრი ვალი ჰქონდა და ამის გამო მძიმე, დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. მეორე ვერსიით კი ის ააფეთქეს და საქმე ბიზნეს წილებს ეხება.

„საერთოდ გათიშული იყო და კონტაქტშიც არ შემოდიოდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.    

სასტუმროს ნომერში აფეთქებული ბიზნესმენის მდგომარეობა კი  კრიტიკულად მძიმეა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, შესაძლოა მას კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან სერიოზული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიიღო. როგორც ღუდუშაურის კლინიკის მედიკოსები ამბობენ, მას დაზიანებები ქვედა კიდურებში, გულ-მკერედის და თავის  არეშია ქვს მიყენებული. 47 წლის ბიზნენსმენი კლინიკაში გამთენიისას კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.   

ბიზნესმენი კომპანია „ტექნო ჰოლდინგის“ მფლობელი 2019 წლიდან არის. მისი ყველა ბიზნესი დუშეთშია რეგისტრირებული. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ის წლებია თბილისში საქმიანობს. მათ არ სმენიათ, რომ ბიზნესმენს ვინემსთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონდა. თუმცა ამბობენ, რომ წარსულში ნასამართლევია და ციხეში რამდენიმე წელი იჯდა.   

„არ ვიცით, დიდი ხანია აქეთ არ გამოჩენილა. უკვე წლებია თბილისში საქმიანობს. არ გვსმენია, რომ რაიმე კონფლიქტი ჰქონოდა. ამბობენ, რომ რაღაც ვალები ჰქონდა, მაგრამ ვალები ახლა ყველას აქვს. 

„ვის უნდა სდომოდა მისი აფეთქება, რთული სათქმელია. ან თავად აიფეთქა თუ არა, მაგის დაჯერებაც გვიჭირს. ადრე ჯამრთელობის პორბლემები ჰქონდა და ინსულტი გადაიტანა. ახლა რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცით“, - ყვებიან ადგილობრივები „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×