ელზა პაპოშვილი
06.08.2022

საზარელი დანაშაული კახეთში - 14 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე მამინაცვალი, მამინაცვლის მამადაშვილი წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ. მისი ინფორმაციით,  ძალადობა 6 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა მას აშინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ ამის შესახებ დედას ან სხვა ვინმეს მოუყვებოდა, პრობლემები შეექმნებოდა - დედას სახლიდან გააგდებდნენ და მას ხალხში სახელი გაუტყდებოდა. 

გოგონა ჩვენებაში ამბობს, რომ მან თავდაპირველად მასზე მხოლოდ მამინაცვალი და მისი ვაჟი ძალადობდნენ. მანამის შესახებ მამინაცვლის მამას მოუყვა და სთხოვა, რომ შვილი და შვილიშვილი შეეჩერებინა. მამინაცვალის მამამ კი მას უთხრა, რომ გასათხოვარი იყო და სექსუალური გამოცდილება უნდა მიეღო, ისინი მას ასწავლიდნენ და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. ბავშვი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ მასზე ძალადობა მანაც დაიწყო.

საბოლოო ჯამში გოგონამ დედას ყველაფერი მას შემდეგ მოუყვა, რაც იგი თავის მეორე მეუღლეს გაშორდა და მამინაცვალის სახლი საბოლოოდ დატოვეს. დედამ პოლიციას მიმართა. მამინაცვალი და მისი მამა დაკავებული არიან, ხოლო შვილის დაკავება იმიტომ არ მოხდა, რომ ის არასრუწლოვანია. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მათაც მაშინ გაიგეს, როდესაც მამინაცვალი და მისი მამა პოლიციამ დააკავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვზე ძალადობის ან სხვა მსგავსი ფაქტის შესახებ არ სმენით, ამიტომ უჭირთ იმაზე საუბარი რეალურად რა შეიძლება მომხდარიყო. თუმცა დაკავებულის ძმა ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობენ, რომ მისმა ყოფილმა რძალმა შურსიძიების მიზნით ყველაფერი მოიგონა და  ბავშვით მანიპულირებს.

„ზუსტად არავინ არაფერი იცის. ვიცით ის, რომ პოლიციამ მამა და შვილი დააკავა. პატარა ბიჭი კი, რადგან არასრუწლოვანია, არ არის დაკავეებული. 

„ბავშვს უთქვამს დედისთვის, როცა სახლიდან წავიდნენ, რომ მასზე მამინაცვალი, მამინაცვლის მამა და შვილი ძალადობდნენ - 6 წლიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარო. გასაკვირი ისაა, ამას დედა როგორ ვერ ამჩნევდა. ხომ წარმოუდგენელია 3 ადამიანი პატარაზე ასე ძალადობდა და დედა საერთოდ ევრაფერს ხვდებოდა. 

„არ ვიცით ზუსტად რა და როგორ იყო, მაგრამ დაკავებულის ძმა ამბობს, რომ ქალი შურისძიების მიზნით ამბავს იგონებს და არასრუწლოვანი გოგონათი მანიპულირებს. როდესაც ეს ქალი სახლიდან წავიდა, ანუ მეორე ქმარსაც დაშორდა, ბავშვმა მხოლოდ მაშინ უთხრა, რომ ძალადობის  მსხვერპლი იყო“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

დანაშაულს დაკავებულები არ აღიარებენ. ისინი ამბობენ, რომ ქალმა ყოფილი ქმრის ოჯახზე შურისძიებსი მიზნით ფაქტი გამოიგონა. ხოლო ბავშვს რასაც ეუბნება, ისიც იმეორებს. 

სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა არასრულწლოვან იგოგონას ოჯახმა. საქმის განხილვამოწმეების დაკითხვით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×