ია აბულაშვილი
20.05.2022

„ოპოზიცია ახლა ბიძინას ჩაუსაფრდა, სანქციები დაუწესეთო. „ოცნების" დიდი დამცველი არ ვარ, მაგრამ ივანიშვილს რომ რაიმე ზიანი მიადგეს, მე კი არა ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში მის დასაცავად, იმდენი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული," - აცხადებს აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი და ამატებს, რომ რამდენიმე ევროპრლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადება ინტეგრაციის პროცესს ვერ შუაფერხებს.

„ასე საკითხის დაყენება არ შეიძლება, ევროპისკენ სიარულს გვარამიას და სააკაშვილის გამო აგვიკრძალავენო. სრულიად უარგუმენტო განცხადებებია, ვერ გაიგეს, რომ სიფრიფანა რაღაცეებზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები არ ინგრევა. იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს საკითხი ათასჯერ შესწავლილია, წლების მანძილზე უამრავი კვლევაა ჩატარებული.

ოპოზიცია სრულიად აცდენილია ლოგიკას, შეშლილები არიან ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით და დაკარგეს განსჯის უნარი. აჩემებული აქვთ, სააკაშვილი გადაიყვანეთ სამკურნალოდ უცხოეთში, აქაური ჰაერი არ უხდებაო და გვარამიას ტელევიზიის გადარჩენა. ვერ გავიგე, სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი თუ მკურნალობა? ან „მთავარ არხს" რა აქვს გადასარჩენი? 7 მილიონი აქვს მოპარული, თვეში 100 ათასს იღებდა თურმე და თანამშრომლებს ხელფასს არ აძლევდა. გვარმია არის პოლიტიკური პატიმარი? თანხის გაფლანგვისთვის კი არა („ნაცების" მხრიდან ფლანგვას ისედაც შეჩვეულები ვართ), ტელევიზია რომ გაათახსირა, იმისთვის უნდა გაასამართლო. ისეთი სტანდარტები დანერგა, ისეთი გინება, უწმაწური სიტყვები, შეურაცხყოფა ისმის მაგათი ტელევიზიიდან, 80 წლის კაცი ვარ და ასეთი არსად გამიგია.

შტერებიც არიან, დროს და სივრცეს ვერ აღიქვამენ. შევარდნაძის დროს ქუჩაში რომ მართლაც ეგდო ხელისუფლება და აიღეს, ის დრო ჰგონიათ და სულ რევოლუციაზე ლაპარაკობენ. ვერ ხვდებიან, რომ სხვა ხელისუფლება მოვიდა და ხალხშიც სხვა განწყობაა. მართლაც კულტურული ხალხი ვართ, თორემ ერთიანად გამოვიდოდა და საკადრის ადგილს მიუჩენდა. ახლა ბიძინას ჩაუსაფრდნენ, სანქციები დაუწესეთო. საკუთარი ნამოქმედარი შეადარონ ივანიშვილის ქველმოქმედებას და მერე ილაპარკონ. „ოცნების" დიდი დამცველი არ ვარ, მაგრამ ივანიშვილს რომ რაიმე ზიანი მიადგეს, მე კი არა ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში მის დასაცავად, იმდენი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×