ელზა პაპოშვილი
23.04.2021

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 46 წლის კაცი დაკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალაც გაავრცელა. სადაც ისმის როგორ აგინებს და ფიზიკურად უსწორდება მამაკაცი ფიზიკურად არასრულწლოვნებს. ჩანაწერში ისმის ბავშვების საუბარიც.

"ბავშვები თამაშობენ, მე დებილივით "სალფეთქებზე" მივდივარ და ვყიდი, ვმათხოვრობ, აღარ მინდა"- ამბობს ჩანაწერში არასრულწოვანი.  

ჩანაწერში ასევე ისმის ხმა როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მამაკაცი არასრუწლოვანს, რომელსაც შემდეგ ფიზიკური შეურაცხჰყოფაც ახლავს. 

დ.კ.: თვალებიდან ვერ იყურები ბიჭო?! მოდი აქ! მოდი აქ!

რა ძალა გადგია შე დედა *** ხვალე რომ მარტო დარჩები. გამაგიჟებს, ავადმყოფი, ავადმყოფი! 

არასრულწლოვანი: ავადმყოფი ვარ და რა ვუყო?

დ.კ.: რატო ხართ ესეთი გამზდელ *** თქვენა, რომ ვლაპარაკობ არ მისმენთ თქვე გამზდელ ***ბო თქვენა. მო***, მოგკიდებ ხელს, დაგგლიჯავ, ***ს გაზრდილო შვილო შენ. 

არასრულწლოვანი: ნუ მჭყლიტავ.

დ.კ.: რატო აკეთებ შე დედა მო*** შემომაკვდები ხელზე, მო**** პატრონს 

არასრულწლოვანი: ღმერთს ვფიცავარ, ს.-ც იქ დავტოვე.... იქნება ხუთი ცალი, ვერ ვყიდი მე მეტს, წამიყვანეთ სხვაგან. 

დაკავებულის ადვოკატი უშანგი მგელაძე ტრეფიკინგის ბრალდებას არ ეთანხმება და ამ ქმედებას საარსებო საშუალებისთვის ბრძოლას უწოდებს:

"მის მიმართ შერაცხული ბრალი რაც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან არ არის ისეთი შემადგენელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ამ გარემოებებს ადასტურებდეს და ამტკიცებდეს. ამდენად ეს იმდენად ყოფითი და გაუსაძლისი ცხოვრების პირობებია, რომ ის და მასთან ერთად მყოფი არასრულწლოვნები, საარსებო საშუალებისათვის ბრძოლის ფრონტი  უფროა, ვიდრე  კლასიკურ ტრეფიკინგთან დაკავშირებული," - განაცხადა უშანგი მგელაძემ.

საქმის პროკურორის ანა ხახანაშვილის განცხადებით, დაკავებულ პირს არასრულწლოვნებისთვის დაწესებული ჰქონდა, რომ მისთვის ყოველდღიურად 40 ლარი უნდა მიეტანათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.  

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×