ია აბულაშვილი
26.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ამბობს, რომ ასეთი თავდასხმა არა თუ ნაადრევია, არამედ გაუმართლებელიც.

უკვირს, რატომ არ აკეთებენ საჯარო განცხადებებს ის ხალხი, ვინც დღემდე ბიძინა ივანიშვილის ფულებით არსებობს.

„რატომ არაფერს ამბობენ, რატომ არ დაიცვეს, გველის წიწილებივით რომ გაჩუმებულან, მაგრამ ზოგს ეშინია, ზოგიც მომენტს ეძებს, თუ „ოცნებას" დაერხევა, მერე სხვაგან გადაბარგდებიან; ასეთმა ხალხმა კარგად იცის ტ....ის თამაში," - ამბობს გივი სიხარულიძე.

„მე არასდროს მჭირდებოდა კულტურის სამინისტრო და არც ამ უწყების გვერდში დგომა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ნაადრევი და გაუმართლებელია ასეთი თავდასხმა, როდესაც ადამიანი სულ ორი დღეა გახდა მინისტრი. მე არასდროს არავის მხარეს არ ვარ, არც ამჯერად თეა წულუკიანის, მაგრამ არ შეიძლება ასე დატაკება, ასეთი თავდასხმა, ავტომატებისა და ბომბების სროლა. იქნება ამ ქალბატონს სულაც არ უთქვამ ის, რასაც ასეთი კრიტიკა მოჰყვა? თუ მას უნდა რომ წესრიგი დაამყაროს კულტურის სამინისტროში, გააკონტროლოს რაში იხარჯება სახელმწიფოს ფული, ამაში რა არის ცუდი?

თეა წულუკიანი ნამდვილად ნიჭიერი და კარგი მენეჯერია, ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც არის სახელმწიფო სახელმწიფოში, რამდენჯერაც არ სცადეს მის გაწევა, ვერ გაწიეს. ვაცადოთ ამ ადამიანს, შეიძლება მართლაც ძალიან კარგი მინისტრი გამოდგეს. მის მხარეს დავდგები და ტაშს დავუკრავ, თუ მართლაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მაგარამ ნიჭიერებს და ნამდვილ შემოქმედებს გვერდში დაუდგება.

რა თქმა უნდა კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გაკრიტიკებს, რა გაუკეთებია ან რა შეუქმნია? ანიტა რაჭველიშვილი მარლაც უდიდესი მომღარალია, სამწუხაროდ ის ახლა ერთ მხარეს დგას, არადა ის საქართველოს მხარეს უნდა იდგეს.

გული, იცით, რაზე მწყდება? სად არის ის „ხელოვანი" ხალხი, ვინც დღემდე ბიძინა ივანიშვილის ფულებით არსებობს, რატომ არაფერს ამბობენ, რატომ არ დაიცვეს, გველის წიწილებივით რომ გაჩუმებულან, მაგრამ ზოგს ეშინია, ზოგიც მომენტს ეძებს, თუ „ოცნებას" დაერხევა, მერე სხვაგან გადაბარგდებიან; ასეთმა ხალხმა კარგად იცის ტ....ის თამაში.

რაც შეეხება ზოგადად კულტურის სამინისტროს და კულტურის მინისტრებს, ძალიან კარგი, რომ ეს სამინისტრო ცალკე გამოეყო, მაგრამ ჩვენ კულტურის ისეთი მინისტრებიც გვყოლია, რომელებიც ოპერშიც არ ყოფილან. ერთ სპექტაკლს არ დასწრებიან ბოლომდე თეატრში, დასაწყისში რომ მიდიოდნენ. მოკლედ თეა წულუკიანი მაშინ იქნება კარგი მინისტრი, თუ მართლაც შექმნის კარგ სისტემას, არ იქნება კულტურის სამინისტროში ნეპოტიზმი, არ იქნება პარტიული ნიშნით ადამიანების გარჩევა, და კიდევ ვიმეორებ, სულ „ნაციონალიც" რომ იყოს რეჟისორი იქნება თუ დირიჟორი, მაგრამ იქნება ნიჭიერი შემოქმედი, იმას გვერდში რომ დაუდგება," - განაცხადა „რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

წულუკიანმა კულტურის მირისტრად დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ყველა განსხვავბული აზრით დაინტერესდება, რა ტიპის განსხვავებული აზრია, არის ეს უბრალოდ მისი „ქართული ოცნების" კუთვნილი ზიზღი და კრიტიკა, თუ არის განსხვავბული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთესად კეთებას.

„სურვილი მაქვს, რომ მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალოდ უკმაყოფილება, თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის გადაჭრას," - განაცხადა თეა წულუკაიანმა.

წულუკიანის ამ მოსაზრებას კულტურის მუშაკთა გარკვეულ წრეებში კრიტიკა მოჰყვა და გამოითქვა მოსაზრება რომ წულუკიანის სახით 30-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ცენზურა ბრუნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×