
გერმანიაში დროებით სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო და ერთ დღეში შესაბამის ვებ-გვერდზე საქართველოს 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა, 35 121-მა მათგანმა კი შესაბამისი აპლიკაციაც შეავსო. საზოგადოებაში ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ანალიტიკოსთან ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დროებით სამუშაოზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების წასვლას დადებითი შედეგები ექნება.
საზოგადოების ნაწილის აზრით, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მსურველთა ასეთი დიდი რაოდენობა საგანგაშოა. ანალიტიკოსები კი ამის დადებით მხარეებზე საუბრობენ - საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მიიღებენ ევროპულ გამოცდილებას და საქართველოსთან შედარებით საკმაოდ დიდ ანაზღაურებას, რაც სამშობლოში მათი დაბრუნების შემდეგ ქვეყნის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა გახდება.
ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციულ რესპულიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალების დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოსა და გერმანიის დასაქმების სააგენტოებს შორის ხელი 2020 წელს მოეწერა, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური დასაქმებისთვის. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადებიც განსაზღვრულია სამი თვით.
როგორც „რეზონანსთან" ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი აცხადებს ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც გერმანია წლებია ახორციელებს.
„გერმანია ამ პროექტს თურქეთთან 1970-იანი წლებიდან ახორციელებს და დაახლებით 2 მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა მიგრანტად თურქეთიდან გერმანიაში. გერმანიამ შეასვო თავისი დეფიციტი შრომით ბაზარზე, თურქეთის მოქალაქებმა კი შეიძინეს გამოცდილება, დაბრუნდნენ თურქეთში, ბევრმა ბიზნესი წამოიწყო და ქვეყანა განვთიარდა.
„ჩემი აზრით, გერმანია ძალიან კარგ საქმეს აკეთებს როგორც მოქალექებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დროებით ლეგლურად დასაქმდნენ, დაცული იყოს მათი შრომითი და სოციალური უფლებები.
„სამუშაო არის სეზონური, სამი თვე. სამუშაო დრო დღეში, ვთქვათ, 8-9 საათი, ანაზღაურება კი -საათში 9 ევრო. ერთი თვის განმავლობაში იმდენ თანხას დააგროვებს საქართველოს მოქალაქე, რომ მთელი წელი ეყოფა, უკან დაბრუნებულმა სამუშაო თუ ვერ იშოვა. საქართველო გერმანიასთან შედარებით იაფი ქვეყანაა. თანაც მიიღებს ევროპულ გამოცდილებას, შეიძლება თავისი ბიზნესი გახსნას და ქვეყანაც განვითადება.
„რაც შეეხება რაოდენობას, რომ ერთ დღეში 53 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, დიდი ციფრი არ არის. საქართველოში რამდენი უმუშევარია, ან ისეთი, რომელსაც დაბალი ანაზღაურება აქვს... ამიტომ შეიძლება მეტიც გამოჩნდეს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დაუსაქმებელთა რიცხვი ძალიან მაღალია და საქართველო გამონაკლისი არ არის", - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.