ელზა პაპოშვილი
15.02.2021

ქობულეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავეს. 14 წლის გოგონა 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. არასრუწლოვანი სოფელ ქაქუთში ორი დღის წინ დაკრძალეს. გოგონა ოჯახის წევრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გარდაცვლილის დედას, რომელიც სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის საქართველოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ზაფხულში გოგონა 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. მან ამის შესახებ ოჯახს უამბო, რის შემდეგაც გოგონაზე არნახული ზეწოლა დაიწყო. დედა ამტკიცებს, რომ ბავშვზე ბიძებმა იძალადეს და სასტიკად ცემეს. ფსიქოლოგიურად ასევე ბაბუაც ძალადობდა. ამბობდა, რომ გოგონამ ისინი შეარცხვინა და ამის გამო სოფელი უნდა დაეტოვებინა. 

13 წლის ბავშვი გარდაცვალებამდე დედას ესაუბრა და ის თურქეთში წასვლას გეგმავდა, თუმცა მეორე დღეს მან თავი მოიკლა. დედას ეს ეპიზოდი აეჭვებს და ვარაუდობს, რომ ბავშვი ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  სწორედ მის დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. 

დედა ამბობს, რომ მამაკაცის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ის გოგონაზე ზეწოლას აგრძელებდა და  მეორედ უკვე რამდენიმე თვის წინ გააუპატიურა. პროკურატურა კი ამბობს, რომ ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდნენ და ამიტომ ვერ დააკავეს. თუმცა კანონის მიხედვით 16 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. 

გოგონას დედა, ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს, რომლებიც მისი თქმით, 14 წლის მოზარდზე ბაბუასთან ერთად ძალადობდნენ.

“14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ჩემი ყოფილი მამამთილის დაჭერა ძალიან გამიხარდა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა. 

“ასევე არსებობს მიმოწერები ჩემსა და მას შორის, სადაც ბავშვი ამ ძალადობის შესახებ მიყვება. მიმოწერა მამიდასთანაც მქონდა, სადაც ასევე საინტერესო ინფორმაციები შეიძლება პოლიციამ მიიღოს. ბავშვს ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომაც მამიდიდან მხოლოდ ვიდეოთი ვესაუბრებოდი. 

“ის ამ ძალადობების შესახებ მიყვებოდა. სასტიკად ცემეს ბიძებმა და ეს ექსპერტმაც ნახა. ამიტომ მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც მოვითხოვ. საეჭვოა რატომ მოიკლა მან თავი, როცა თურექეთში მიმყავდა და გახარებული იყო. ეს იქნას გამოძიებული ვინ მოახდინა მასზე ისევ ზეწოლა,"- ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა მერი რომანაძე „რეზონანსთან“. 

ბაბუის დანაშაულში გოგონას ბიძაც (დედის ძმა) დარწმუნებულია. მისი თქმით, მამაკაცმა საკუთარი შვილიშვილი მოიშორა.

"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უზრდელი, უნამუსო, უცხვირპირო კაცია. ახლა დამტკიცდა ყველაფერი. ჩემმა დამ მითხრა, ძალადობდაო. რომ დათვრებოდა ყველაზე ძალადობდა. მარტო ყოფნა უნდოდა და ბავშვები მოიშორა, 23 წლის ბიჭის დაკავებიდან წამოვიდა ეს თემა, სჯიდა ბავშვს, ასე რატომ გააკეთეო,"- ამბობს  გარდაცვლილი მოზარდის დედის ძმამ მამუკა რომანაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×