ელზა პაპოშვილი
10.02.2021

55 ქართველი დააკავა იტალიის პოლიციამ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელების ორი დაჯგუფება გამოავლინეს.

სულ დაკავებულია 62 პირი, მათი უმრავლესობა ქართველია. იტალიური მედია წერს, რომ კრიმინალური დაჯგუფება ძირითადად ქალაქ რეჯო-ემილიაში მოქმედებდა. ისინი ბინებს "ქართული მეთოდით" ქურდავდნენ და კარის საკეტებს სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით კვალის დატოვების გარეშე ტეხდნენ.

მოპარული ნივთების დიდი ნაწილი მეორე კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკრაინაში იგზავნებოდა. იტალიის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა.  

ოპერაცია "კანონიერი ქურდი" და სახელმწიფოების რამდენიმეთვიანი უწყვეტი, ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები -  9 თებერვალს იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, საქართველოს მოქალაქეების  დაკავებით დასრულდა.

ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე -  პოლონეთის , საბერძნეთის , ბელგიის,  სლოვენიის  და უმეტესად საქართველოს  მოქალაქეები  დააკავეს.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გამოძიებით დადგინდა,  დაკავებულები იტალიაში ბინებს ძარცვავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, მიღებული თანხით კი იტალიაში ლეგალური ბიზნეს საქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.  

მათი თქმით, ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის საგამოძიებო უწყება, საქართველოს მოქალაქეებს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავება. 

„როგორც იტალიური მედია წერს და გადმოცემს დაკავებულების უმრავლესობა ქართველები არიან. ეს ადამიანები ძირითადად ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. მათთან ერთად დაკავებულები არიან, უკრაინელები, ბერძნები, ბელგიელები და ასე შემდეგ. 

“როგორც ამბობენ, მათ ჰქონდათ კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება და იტალიის სხვადასხვა ქალაქებში ბინებს ძარცვავდნეენ. შემდეგ ამ ნაძარცვს, საქართველოში, უკრაინაში მგონი ბელგიაშიც აგზავნიდნენ და ყიდიდნენ. შემდეგ კი ამ ფულით იტალიაში კანონიერ ბიზნესს იწყებდნენ და მდიდრდებოდნენ. 

“ეს არის გარკვეული კრიმინალური დაჯგუფება, რომელთა წვერებსაც იტალიის ყველა ქალაქში ეძებენ. ამ ძარცვებს ქურდობა „ქართული მეთოდით“ დაარქვეს. აყვანა მათსავე სახელბში მოხდა. ზოგს უკვე იტალიაში საკუთარი ბიზნესი აქვთ დაწყებული. ძებნა და რეიდები მიდის ყველგან“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ემიგრანტი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ადასტურებენ ფაქტს, რომ ოპერაციაში მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა. 

"საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება ახდენდა, ძირითადად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს. გამოძიებას ართულებდა ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ გაყალბებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს", - ამბობს შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე. 

ოპერაციის მიმდინარეობის დროს,  ქართველები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციასაც. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×