ია აბულაშვილი
04.02.2021

ე.წ. „რიყის დოქები", რომელიც თბილისის ძველ უბანში წლებია უფუნქციოდ დგას, ეკონომიკის სამინისტრომ პროექტ „100 საინვესტიციო შეთავზება ბიზნესს" ფარგლებში, გასაყიდად გამოიტანა. გასულ წელს „რიყის დოქები" აუქციონზე 95 მილიონ ლადარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა, უძრავი ქონება არავინ იყიდა. ამჯერად კი შენობის საწყისი ფასი 71 მილიონ ლარს შეადგენს. აუქციონის პირობების თანახმად კი ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ამ ობიექტზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება.

რიყის პარკში მდებარე ე.წ. „რიყის დოქებს" ქალაქის მერია ერთ ლარადაც ჰყიდდა, მაგრამ არც მაშინ გამოჩნდა ინვესტორი. ინვესტორთა დაბალი ინტერესი მერიამ იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოა ჩასატარებელი, რათა მთლიანად მოწესრიგდეს და ფუნქცია შეიძინოსო.

ცნობისთვის, „რიყის დოქების" აშენება სააკაშვილის მთავრობას 75 მილიონი დაუჯდა, შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკასასიმ დააპროექტა და მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობს შორისაც მოხვდა. დღეს კი მისი გარე ფასადი წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვით არის დაფარული.

როგორც "რეზონანსთან" ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შენობა მსოფლიოს საუკეთესო ნაგებეობს შორის მოხვდა, ფაქტია, რომ ძველი თბილისის გარემოს ვერ შერწყა.

„არქიტექტორი არ გახლავართ და მხატვრული თვალსაზრისით გამიჭირდება შეფასება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნაგებობა ძველი თბილისის გარემოს ორგანულად ვერ შეერწყა და ქალაქს ნამდვილად არ უხდება. ეს ჩემთვის თბილისი არ არის. ქალაქის დაგეგმარების სტრატეგიული გეგმა რომ არ არსებობდა, იმიტომაც მოხდა ასე. შიგნით არ ვყოფილვარ, მაგრამ გარედან რასაც ვუყურებ, იმდენად გრძელი ტერიტორიაა, რომ მიჭირს წარმოვიდგინო რა შეიძლება განთავსდეს, საკონცერტო დარბაზი თუ სხვა რამ. ერთადერთი ალბათ საგამოფენო დარბაზი, გალერეა თუ განთავსდება," - განაცხადა „რეზონანსთან" მერაბ კოკოჩაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×