
ფოთში, მომსახურების სააგენტოს დაცულ ავტოსადგომაზე 43 წლის გურამ ახალაია ჩაცხრილეს. მამაკაცს ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციის შენობის კიბეებთან თავს დაესხა და საკუთარ ავტომობილში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილა. გარდაცვლილი სააგენტოში შვილთან ერთად იყო მისული. თავდამსხმელმა, როდესაც დაინახა, რომ გოგონა ავტომობილიდან გადავიდა და შენობაში შევიდა, მარტო დარჩენილ მამაკაცს თავს დაესხა. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შემთხვევა დღის 4 საათისთვის მოხდა. გარშემო კი უამრავი ადამიანი და პოლიცია მოძრაობდა. ისინი მომხდარ ფაქტს შურისძიებად აფასებენ და ამბობენ, რომ მამაკაცმა, რომელმაც ახალაია ჩაცხრილა 2006 წელს პალიასტომის ტბაში ნაპოვნი გარადცვლილი ახალგაზრდას ძმაა. სავარაუდოდ, მის მკვლელობაში ოჯახი გურამ ახალაიას ადანაშაულებდა.
„რეზონანსთან“ თვითმხილველები ამბობენ, რომ მამამ შვილი მოსახურების სააგენტოში მიიყვანა. გოგონა ავტომობილიდან გადმოვიდა და სააგენტში შევიდა. მარტო დარჩენილ გურამ ახალაიას მწვანე კაპიშონში ჩაცმული მამაკაცი ფანჯარასთან მიუახლოვდა და თავის არეში რამდენჯერმე ესროლა. სროლის ხმაზე კი მოკლულის შვილი ავტომობილისკენ გაიქცა და ყვიროდა, რომ მამა მოუკლეს. დამნაშავე გაქცევას შეეცადა, თუმცა მას რამდენიემ პოლიციელი დაედევნა და დაკავება შეძლეს.
„შემთხვევა შუდღის საათებში მოხდა. სრულიად წარმოუდგენელი და ცინიკური მკვლლეობა იყო. მომსახურების სააგენტოსთან, დაცულ სადგომზე, სადაც ათასობით ადამიანი და პოლიციელი მოძრაობდა, მკვლელმა დაუნდობლად ავტომობილში კაცი ისე ჩაცხრილა, რომ ხელი არავის შეუშლია. რამდენიმე გასროლის ხმა გავიგონეთ, რასაც ახალგაზრდა გოგონას განწირული ყვირილი მოჰყვა. ეტყობა სროლის ხმაზე შვილი გარეთ გამოიქცა და ავტომობილთან მისულმა მამა უკვე მკვდარი ნახა. ყვიროდა მამა მომიკლეს, მიშველეთო.
ამ ყვირილში კი დაინახეს, რომ მწვანე კაპიშონ წამოხურული ბიჭი გარბოდა. პოლიცია გამოედევნა და როგორც გავიგეთ დააკავეს. თავში რამდენჯერმე უსვრია, სასწრაფო რომ მოვიდა გარდაცვლილი იყო. ამბობენ შურისძიებაა და კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. პალიასტომის ტბაში ადრე ახაალგაზრდა ბიჭის გვამი იპოვეს. ამბობენ, მისი ძმა იყო, რომელმაც შური იძიაო. თურმე მკვლელობას ამ კააცს აბრალებდნენ“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.