ია აბულაშვილი
05.08.2020

„გოგი თოფაძის და ნინო ქადაგიძის - ორივე მხარის პოზიცია ძალიან ადამიანურია და მივესალმები, თუ ეს ამბავი მშვიდობიანად გადაწყდება“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბოლო დღეების გახმაურებულ საქმეს.

ბესარიონ ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

„ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში ასეთი ამბავი მოხდა: ორმა ჩემმა მეგობარმა - დიმა ლორთქიფანიძემ და ბარამ ბარათაშვილმა ერთმანეთი დაჭრეს, ორივე „ძველი ბიჭი“ იყო, ულამაზესი ვაჭკაცები. ორივე ერთ საავადმყოფოში მოხვდნენ, ერთ სართულზე იწვნენ. დიმა ლორთქიფანიძის დედამ, ფრანგი ქალი იყო, საფრანგეთში დაბადებული, დიმაც საფრანგეთში დაიბადა, ეს ამბავი რომ გაიგო, როგორც თავის შვილს, ისე უვლიდა ბარამ ბარათაშვილს.  ეს ამბავი იცის მთელმა საქართველომ.

„ახლაც რაღაც ასეთი განმეორდა. გოგი თოფაძე ჭკვიანი, ქალაქელი კაცია და კაცურად იქცევა. როცა ნახა, რომ შვილიშვილი გადაურჩა და არ დაიღუპა, არ უნდა, რომ ის ბიჭი ციხეში წავიდეს. ზურა ჟვანია უჭკვიანესი კაცი იყო, საქართველოს ასეთი პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია, მისი მეუღლე ნინო ქადაგიძე შესანიშნავი ადამიანია. ორივე ოჯახი ძალიან ადამიანურად იქცევა. 

„მე ამ ბიჭის საქციელს კი არ ვამართლებ, მაგრამ ახლა რომ ციხეში წავიდეს, რა, ანგელოზი გამოვა? რომ აპატიონ, მიხვდება და ასეთ რამეს აღარ ჩაიდენს. მივესალმები ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდეს, ნინო ქადაგიძის და გოგი თოფაძის, ორივეს პოზიცია ძალიან ადამიანურია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×