რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ექიმი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს, აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 90 000 ადამიანია ინფიცირებული.

ეს ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალური პეკინის ინფორმაცია 1975 ინფიცირებულის შესახებ.

„მე ვარ იმ ტერიტორიაზე, სადაც კორონავირუსი გაჩნდა. აქ ვარ იმისათვის, რომ სიმართლე ვთქვა. ამ დროისთვის, ჰუბიის პროვინციაში, მათ შორის ქალაქ უხანში და მთელს ჩინეთში 90 000 ადამიანია ინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებულ რიცხვში ეჭვი მსოფლიოს მედიკოსებსაც ეპარებათ, თუმცა, ასეთი რაოდენობის ადამიანის დაავადება მათთვისაც მოულოდნელია.

ჩემთვის სულერთია რას აცხდებს ხელისუფლება. მე მოგმართავთ სოციალური ქსელით - გთხოვთ, დაგვეხმარეთ, შემოგვწირეთ ერთჯერადი სათვალეები, ნიღბები და ტანსაცმელი, ჩვენი რესურსი უკვე აღარაა საკმარისი," - აცხადებს უცნობი ჩინელი მედდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა.

წყაო: dailymail

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×