|

ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს.
„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფრით, ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, ყველაფრით. აბსოლუტურად სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად. ჩვენ ვფიქრობთ როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ასე, რომ ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. ქართულ ღირებულებებთან ის რაღაც ღირებულებითი აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და ვერც გვექნება. ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|