|

"ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეელში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის "ერთი ადგილი აღარ გექნებოდა" ამდენი გეყბედა!" - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ტერორიზმში ბრალდებული ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ის მკაცრი რეჟიმის ციხეში მამუკა მდინარაძის დავალებით მოათავსეს. სადღობელაშვილი, აშშ-ის და ისრაელის ციხეების მაგალითზე წერს, თუ როგორ ეპყრობიან სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს და აცხადებს, რომ ზოგადად არსებობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი შინაგანაწესი.
"საოცარი პირდაპირ! ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაპატიმრებული მოძალადე პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს მოძალადე და ტერორისტი ელისაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მდინარაძეს დავალებით მოათავსეს (სასაცილოდ არ მყოფნის თითქოს სხვა ტერორისტები ლიუქს პალატებში იყვნენ მოთავსებულები)! ვციტირებ პოტენციური ტერორისტის ფრაზას : “მისი დავალებით ვარ უმკაცრეს ციხეში. 2 თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. 1 თვე პლასმასის ტაშტი არ მომცეს. დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი". - ძვირფასო ალეკო შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს გეფიცები იმის "ერთი ადგილი აღარ გექნებოდა" ამდენი გეყბედა! გუანტანამოს პატიმრებს ფრჩხილები საერთოდ არ აქვთ! ტაშტს კი არა, მზის შუქს ნატრულობენ ისრაელის ციხეებში პალესტინელები! ზოგადად კი გეტყვით, რომ ეგეთი შინაგანაწესია პენიტენციურ სისტემაში (ვინც ნამყოფია დამეთანხმება), პოტენციურ ტერორისტებს და არა მარტო მათ, არ მიეცეთ ბასრი საგნების შეძენის უფლება, მეტიც - წვერის გაპარსვის დროს ბადრაგი უნდა აკვირდებოდეს პროცესს და შემდეგ ართმევდეს საპარსს… P.S. ისე კარგი იქნება ამ არაადექვატურთან ფსიქიატრს თუ შეუშვებენ დასალაპარაკებლად, აშკარად უჭირს!" - წერს ლადო სადღობელაშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|