რეზონანსი
06.07.2025

 "ყველა განსაცდელს თუ მწუხარებას, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, თავისი დაფარულ აზრი და მნიშვნელობა აქვს" - მეუფე შიო

ღვთის რწმე­ნა არის ის, რომ გვწამ­დეს საღვთო გან­გე­ბუ­ლე­ბის და ყო­ველ­გვარ გან­საც­დელს თუ სა­ტან­ჯველს, ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნელ­საც კი, ასე­ვე რწმე­ნით ვი­ღებ­დეთ... ყო­ველ­თვის უნდა ვე­ვედ­როთ უფალს, რომ მოგ­ვცეს ასე­თი რწმე­ნა, ასე­თი სიმ­დაბ­ლე, ასე­თი მოკ­რძა­ლე­ბა, რაც გა­დაგ­ვარ­ჩენს, ფერს უც­ვლის ჩვენს ცხოვ­რე­ბას და შეგ­ვიყ­ვანს ღვთის სა­სუ­ფე­ველ­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, შიომ (მუ­ჯი­რი) სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე­ო­თხე კვი­რას ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მიტ­რო­პო­ლი­ტის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც გვწამს, რომ ყვე­ლა გან­საც­დელს თუ მწუ­ხა­რე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ხვდე­ბა, აქვს თა­ვი­სი და­ფა­რულ აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა.

„სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე­ო­თხე კვი­რას.

დღეს წა­კი­თხუ­ლი იყო სა­ხა­რე­ბი­დან ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რო­გო­რი გან­წყო­ბა უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს იმის­თვის, რომ ღვთის­თვის მო­სა­წო­ნი იყოს მისი ლოც­ვა, რათა ღმერ­თმა შე­ის­მი­ნოს ადა­მი­ა­ნის ლოც­ვა და თხოვ­ნა შე­უს­რუ­ლოს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ­ჟა­მად მთე­ლი პა­ლეს­ტი­ნა და­პყრო­ბი­ლი იყო რო­მა­ე­ლე­ბის მიერ და ყვე­ლა ქა­ლაქ­ში იდგა მათი სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფი. და აი, კა­პერ­ნა­უმ­ში, რად­გან პა­ტა­რა ქა­ლა­ქი იყო, მხო­ლოდ ასე­უ­ლი იდგა. პა­ლეს­ტი­ნა­ში უკვე ცნო­ბი­ლი იყო იესო ქრის­ტეს სას­წა­ულთმოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც იგი მრა­ვალ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბო­და, სი­კე­თეს უკე­თებ­და. ამი­ტომ ასის­თა­ვი მი­დის მას­თან და სთხოვს თა­ვი­სი მსა­ხუ­რის გან­კურ­ნე­ბას. უფალ­მა უპა­სუ­ხა: „მე მო­ვალ შენ­თან და მას განვკურ­ნავ"(მთ. 8, 7). ნა­ხეთ, რა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ეს ასის­თა­ვი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მა­ცხოვ­რის ასე­თი პა­სუ­ხი და ის, რაც შემ­დგომ აღას­რუ­ლა. ასის­თა­ვი გა­ა­ო­ცა მა­ცხოვ­რის სი­ტყვებ­მა და უთხრა: „უფა­ლო, მე არ ვარ ღირ­სი, რომ ჩემ­თან სახ­ლში მოხ­ვი­დე, შენ მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა თქვი და ჩემი მსა­ხუ­რი გა­ნი­კურ­ნე­ბა"(მთ. 8, 8 ). უფა­ლი ასეც მო­იქ­ცა და ეს მსა­ხუ­რი მა­შინ­ვე გა­ნი­კურ­ნა. შემ­დეგ მან უთხრა იმათ, ვინც მიჰ­ყვე­ბო­და, ვინც მას ახ­ლდა: „ის­რა­ელ­შიც კი ვერ ვნა­ხე ასე­თი რწმე­ნა" (მთ. 8, 10), რო­გო­რიც აქვს ამ წარ­მართს და უცხო­ტო­მელს". ეს იყო რწმე­ნა, სავ­სე სიმ­დაბ­ლით, დიდი მოკ­რძა­ლე­ბით, რა­მაც თვით უფა­ლი იესო ქრის­ტეც გა­აკ­ვირ­ვა.

რა გაკ­ვე­თი­ლი გა­მოგ­ვაქვს ჩვენ? რას ვსწავ­ლობთ ამ ეპი­ზო­დი­დან? რა თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა ამ ასის­თავ­მა, რომ ასე­თი დიდი მად­ლი მი­ი­ღო და ასე­თი სას­წა­უ­ლი აღუს­რუ­ლა უფალ­მა? - ეს იყო მტკი­ცე რწმე­ნა, დიდი სიმ­დაბ­ლე, ღვთის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მან გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი მსა­ხუ­რი­სად­მი.

ეს სწო­რედ ის თვი­სე­ბე­ბია, რაც სა­წინ­და­რია იმი­სი, რომ უფალ­მა შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი ლოც­ვე­ბი, მოგ­ვცეს მად­ლი და თხოვ­ნა შეგ­ვის­რუ­ლოს.

ერთხელ უფალ იესო ქრის­ტეს მო­წა­ფე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი მე­თევ­ზე­ე­ბი იყ­ვნენ, მთე­ლი ღამე თევ­ზა­ობ­დნენ გე­ნე­სა­რე­თის ტბა­ში, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი და­ი­ჭი­რეს. მა­შინ მა­ცხო­ვარ­მა უთხრა პეტ­რეს, სი­მონს, უფრო სწო­რად, შემ­დგომ პეტ­რედ წო­დე­ბულს: „შე­ცურ­დი უფრო ღრმად და მო­ის­რო­ლე ბადე" (ლკ. 5, 4), პეტ­რემ მი­უ­გო: „მო­ძღვა­რო, მთე­ლი ღამე ვიშ­რო­მეთ და ვე­რა­ფე­რი და­ვი­ჭი­რეთ, მაგ­რამ შენი სი­ტყვით მო­ვის­ვრი ბა­დეს" (ლკ. 5, 5). მარ­თლაც, მო­შორ­და ნა­პირს ნა­ვით, მო­ის­რო­ლეს ბადე მან და სხვებ­მა და იმ­დე­ნი თევ­ზი და­ი­ჭი­რეს, რომ ბა­დე­ე­ბი ეხე­ო­დათ და ორი ნავი გა­ავ­სეს. მა­შინ პეტ­რე მი­ვი­და უფალ­თან და უთხრა: „გამ­შორ­დი, უფა­ლო, რა­მე­თუ მე კაცი ცოდ­ვი­ლი ვარ".

რო­გორ ჰგავს პეტ­რეს ეს სი­ტყვე­ბი იმას, რაც თქვა ასის­თავ­მა. ორი­ვემ ეს სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვა დიდი სიმ­დაბ­ლით, დიდი რწმე­ნით, მოკ­რძა­ლე­ბით. ეს ის თვი­სე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც წარ­მო­შო­ბენ ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ რწმე­ნას.

დავ­ფიქ­რდეთ, ძმე­ბო და დებო, გვაქვს ჩვენ ასე­თი რწმე­ნა, რო­გორც ჰქონ­დათ ასის­თავს და პეტ­რე მო­ცი­ქულს, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს ასე­თი სიმ­დაბ­ლი­დან და მო­წი­წე­ბი­დან? თუ ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად ვერ ვგრძნობთ ღვთის მა­ცხოვ­ნე­ბელ ძა­ლას, სწო­რედ იმის ბრა­ლია, რომ გვაკ­ლია ასე­თი რწმე­ნა, რომ ჩვენ­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა ასე­თი სარ­წმუ­ნო­ე­ბა.

მინ­და, დღეს შე­გახ­სე­ნოთ სა­ო­ცა­რი რწმე­ნის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი, რო­მელ­საც გვაძ­ლევს ბიბ­ლია, ძვე­ლი აღ­თქმა, კერ­ძოდ, მრა­ვალვნე­ბუ­ლი იო­ბის წიგ­ნი, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რომ ღვთის რწმე­ნა არის ის, რომ გვწამ­დეს საღვთო გან­გე­ბუ­ლე­ბის და ყო­ველ­გვარ გან­საც­დელს თუ სა­ტან­ჯველს, ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნელ­საც კი, ასე­ვე რწმე­ნით ვი­ღებ­დეთ. რო­დე­საც გვწამს, რომ ყვე­ლა გან­საც­დელს თუ მწუ­ხა­რე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ხვდე­ბა, აქვს თა­ვი­სი და­ფა­რულ აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს. ყო­ველ­თვის უნდა ვე­ვედ­როთ უფალს, რომ მოგ­ვცეს ასე­თი რწმე­ნა, ასე­თი სიმ­დაბ­ლე, ასე­თი მოკ­რძა­ლე­ბა, რაც გა­დაგ­ვარ­ჩენს, ფერს უც­ვლის ჩვენს ცხოვ­რე­ბას და შეგ­ვიყ­ვანს ღვთის სა­სუ­ფე­ველ­ში, რისი ღირ­სიც დაე გავმხდა­რი­ყა­ვით მად­ლი­თა და კაც­თმოყ­ვა­რე­ბი­თა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი­თა, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, თანა მა­მით და სუ­ლიწ­მინ­დი­თურთ, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე. ამინ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×