რეზონანსი
06.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას შეძლებს.

„არ ვიცი. ვერ გეტყვით, მოხდება ეს თუ არა“, - განუცხხადა მან ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე, როდესაც ჰკითხეს დარწმუნებულია თუ არა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას შეძლებს.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. „ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა მან.

საარჩვნო კამპანიის დროს ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას პრეზიდენტობის პირველივე დღეს გეგმავს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აზვიადებდა. მოვალეობების შესრულების შემდეგ ტრამპი მოსკოვსა და კიევს შორის შუაავლობას ცდილობს. მიმდინარე კვირას მან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტთან მორიგი სატელეფონო საუბრები გამართა. კრემლის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა, რადგან პუტინთან „ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×