რეზონანსი
06.07.2025

ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიმართ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე საუბრისას.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტის განცხადება წერტილს უსვამს იმ სპეკულაციებს, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს როგორც გარე აქტორების მხრიდან, ასევე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ საყვირალ თემას წარმოადგენდეს. ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება. ამით შევძლებთ, ყველას კარგად დავანახოთ, რომ „ქართული ოცნების“ მოტივაცია არ იყო, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყვნენ. ყველამ კარგად კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ისინი რომ დღეს ციხეში არიან რამდენიმე თვით, გამოწვეულია მათ მიერ დემონსტრაციულად კანონის დარღვევით იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყვნენ და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×