რეზონანსი
05.07.2025

„ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რია და მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს ვუ­ჭერ, „გო­ი­მე­ბი­ვით“ აყა­რეს, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი კი არ ნიშ­ნავს არ­ჩევ­ნებს, არა­მედ ეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სია - ვფიქ­რობ, ნე­იტ­რა­ლუ­რი კან­დი­და­ტე­ბი უნდა და­ვა­ყე­ნოთ,- ამის შე­სა­ხებ "გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა "ტვ პირ­ველ­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ უსა­მარ­თლო პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მარ­ჯვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს სწო­რი და მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს ვუ­ჭერ. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლის ეტა­პი, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნებს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი არის პრო­ვო­კა­ცია, თუნ­დაც იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს იმა­ვე ცეს­კო­თი, რო­მე­ლიც იყო 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის დროს და რო­მე­ლიც ჰგავს იმ ცეს­კოს, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „ნა­ცე­ბი“ ატა­რებ­დნენ. ამ ქვე­ყა­ნას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ ასეთ უსა­მარ­თლო­ბებ­ში კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. ეს გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ ჩვენ ნე­იტ­რა­ლურ კან­დი­და­ტებ­ზე შევ­თან­ხმდე­ბო­დით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში არ ჩა­წე­რა, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოპო­ზი­ცი­ის­თვის? ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არ ნიშ­ნავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და ვერ გა­ა­გე­ბი­ნებ შენ ვერ­ცერთ ევ­რო­პელს, რომ­ლის­თვი­საც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფუნ­და­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი , იმა­ში, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებ. ეს აქტი, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­აგ­დეს და „გო­ი­მე­ბი­ვით“ აყა­რეს, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი კი არ ნიშ­ნავს არ­ჩევ­ნებს, არა­მედ ეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სია. და ახლა კი მიფ­რი­ა­ლე­ბენ ზარ­ქუ­ას, რო­მე­ლიც იყო „ნაცი“ და ბი­ძი­ნას „ნაცი“ და­მი­წყებს რა­ი­მეს, რომ რა­ი­მე გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნოს, თუ მი­შას „ნაცი“ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა „ლე­ლოს­თან“ გა­მოჩ­ნდა რო­გო­რი კო­ლე­გი­ა­ლუ­რე­ბი და კო­რექ­ტუ­ლე­ბი არი­ან.

ვფიქ­რობ, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტე­ბით შეს­ვლა შეც­დო­მაა, ჩვენ სა­ერ­თო, ნე­იტ­რა­ლუ­რი კან­დი­და­ტე­ბი უნდა და­ვა­ყე­ნოთ. ამ კან­დი­და­ტებს უნდა ჰქონ­დეთ სა­ერ­თო დი­ა­პა­ზო­ნი იმის, რომ ამომ­რჩევ­ლებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რონ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ 4 ოქ­ტომ­ბერს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×