
ტეხასში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. სტიქიის შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა. 4 ივლისს, მაშინ როცა მთელი ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, რეგიონში ტრაგედია დატრიალდა. გუადალუპეს მდინარე ადიდდა და ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარ ტრაგედიას "შოკისმომგვრელი" უწოდა.
სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთან, ჩართულია სპეციალური ტექნიკა - მაღალი გამავლობის მანქანები და რამდენიმე ვერტმფრენი. სტიქიის ზონა, ამ დროისთვის რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა.
როგორც ტეხასის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა საზაფხულო ბანაკის ტერიტორია, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შესაბამისი სამსახურები ძებნა-შველის ოპერაციას ამ დრომდე განაგრძობენ და რეგიონში უსაფრთხოების აღდგენას ცდილობენ. ტეხასის შტატის რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.