
„კოკა-კოლა" კვლავ ჩვეულებრივად გადის რუსეთში, სადაც რეალურად სანქციები არსებობს, მაგრამ საზღვარზე აფორმებენ როგორც „გამაგრილებელი სასმელი" და ისე შეაქვთ. წარმოება უწყვეტად გრძელდება და ასეთ დიდ კომპანიასა და მისი კალიბრის სხვა კომპანიებს ბევრი არაფერი უჭირთ", - ამის შესახებ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ განაცხადა.
შენგელიას თქმით, მისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, თუკი მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებოდა და მათ რეალურ პრობლემებს მოისმენდა.
„როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში მთავრობა გადასახადების გადამხდელებს პერიოდულად ხვდება და ამის წინააღმდეგ არც არავინ არის. როგორც ვიცი, მთავრობისგან თხოვნა იყო, რომ ამ დიდმა კომპანიებმა ქვეყნის შიდა პროდუქტი გაზარდონ.
მეორე მხრივ, იმ ვითარებაში, რაშიც ახლა საქართველო და მისი ეკონომიკაა, ჩემი აზრით, უმჯობესია საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი რეალური პრობლემები მოისმინონ.
ყველამ კარგად ვიცით, რომ, მაგალითად, „კოკა-კოლა" კვლავ ჩვეულებრივად გადის რუსეთშიც, სადაც რეალურად სანქციები არსებობს, მაგრამ საზღვარზე აფორმებენ როგორც „გამაგრილებელი სასმელი" და ისე შეაქვთ. წარმოება უწყვეტად გრძელდება და ასეთ დიდ კომპანიასა და მისი კალიბრის სხვა კომპანიებს ბევრი არაფერი უჭირთ.
მთავარი, როგორც უკვე აღვნიშნე, საშუალო და მცირე ბიზნესია, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათზე დგას. ამიტომ, ჩემთვის გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, თუკი ხელისუფლება მათ შეხვდებოდა", - აღნიშნა შენგელიამ „ბიზნესპრესნიუსთან".