რეზონანსი
05.07.2025

გერმანიის ელჩის მორიგი წინააღმდეგობა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან - პეტერ ფიშერი „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „დიფ სთეითი" არ არსებობს, მაშინ როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიფ სთეითს" ბრძოლა დიდი ხანია, გამოუცხადა.

საქართველოში გერმანიის ელჩი ასევე საუბრობს ელენე ხოშტარიაზე და ამბობს, რომ ის რადიკალი არ არის.

„„დიფ სთეითი"არ არსებობს. არ არსებობს არც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს გერმანიის ფედერაციის ინტერესების შესაბამისად, მე აქ არ ვარ საქართველოს ინტერესებისთვის.

მე შევხვდი ქალბატონ ხოშტარიას რამდენჯერმე და რამდენადაც შემიძლია ვთქვა, ის არ არის რადიკალი", - განაცხადა ელჩმა.

ოპოზიციაში ადასტურებენ მათი თანამებრძოლის ელენე ხოშტარიას რადიკალიზმს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვენის კონვენციის ჩარჩოებს გაცდენილი ელჩი, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×