რეზონანსი
05.07.2025

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უაზრობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას გლობალური ლიდერის როლის შესანარჩუნებლად.

„ეს პირადი რეპუტაციის საკითხია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკება უაზროა. თუ პუტინი ვერ იგრძნობს, რომ ჩიხშია, რომ მას უნდა ეშინოდეს, ამის გარეშე არაფერი გამოვა. პუტინი თავს უფლებამოსილად ჩათვლის, გაანადგუროს საერთაშორისო სამართლებრივი მატრიცა, მოკლას ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი და არ აგოს პასუხი", - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ პუტინი ახლა თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია, როდესაც თვლის, რომ მასობრივი მკვლელობებისთვის არავითარ პასუხისმგებლობას არ აიღებს. გარდა ამისა, ტრამპთან საუბრის პარალელურად, რუსეთმა მასიური დარტყმა მიაყენა კიევს, კერძოდ - საცხოვრებელ უბნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×