
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აკრიტიკებს პარტია "ლელოს", რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ლელომ" უღალატა პატიმრებს. „ლელომ" გვიღალატა ჩვენ. გახარიაც და „ლელოც" მოღალატეა. სანქციები სავარაუდოდ გადაიწევს, მაგრამ არა უშავს, 41,9,25 ერთად ჩაირეცხება. დღეიდან ჩემთვის ეს პარტიები ერთია" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შედიან ბრძოლაში „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე".