რეზონანსი
05.07.2025

„ლელო", დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის!, - ასე ეხმაურება აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ლელო- ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

მისი თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებაზე გული სწყდება.

„ლელო", დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის! გულწრფელად მწყდება გული! მაინც არ მეგონა!",- წერს გუნცაძე.

ცნობითვის, „ლელო-ძლიერი საქართველო" 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც „ლელო- ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ძლიერი საქართველო" ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითოეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის.

„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე",- განაცხადა კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×