რეზონანსი
05.07.2025

„ლელო" ყოველთვის უფრო იხრებოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ, მართალია, ამას დღემდე მკაფიოდ არ ამბობდნენ, თუმცა ჩანდა მათი პარტიული აქტიურობა რეგიონებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო" დღეს უკვე არჩევნებში მონაწილეობაზე ღიად აცხადებს გიორგი გახარიას პარტიის მსგავსად.

„დღეს ყველაფერს ღიად აცხადებენ გახარიებთან ერთად და კიდევ „გირჩი" იღებს მონაწილეობას, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, თვითმმართველობის არჩევნებში. აქ არის ერთი მარტივი მოცემულობა, ის გეგმა რომელიც 2024 წლისთვის არსებობდა და იყო მცდელობა, გაემიჯნათ ერთმანეთისგან „ნაციონალური მოძრაობა" და სხვა „ნაციონალური მოძრაობისგან" წარმოქმნილი მემკვიდრე და თანაზიარი პარტიები, იგივე გეგმით მუშაობა გრძელდება. ისევ ცდილობენ, საზოგადიება მოატყუონ და უთხრან, რომ ეს პარტიები, „ლელო", გახარიები, არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მოიპოვონ იმ ადამიანების ნდობა, რომლებიც ხელისფლების მხარდამჭერები არიან. საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, ინდენად დიდი ტყუილია, რომ როგორც არ იმუშავა 2024 წელს, ისე არ იმუშავებს დღეს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, იყო მცდელობა სალომე ზურაბიშვილის გარშემო მიზიდულობის ცენტრი შექმნილიყო.

„კარგად გახსოვთ, იყო მცდელობა სალომე ზურაბისშვილის გარშემო მიზიდულობის ცენტრი შექმნილიყო, თოთქოს ეს ქალი არ იყო „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში. კარგად ვიცით ის მესიჯბოქსები, განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები, რაც ამ ქალბატონს ჰქონდა 2024 წლისთვის და აბსოლუტურად საპირისპიროს მიუთითებდა. დღესაც იგივე ხდება, ერთ მხარეს ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს" აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილს მისცეს მწვანე შუქი. უნდათ, პოლიტიკური ველიდან გააქრონ ის პარტია, რომელიც არის დამძიმებული ცოდვებით, რომელთა ჩამორეცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფიქრიბენ, რომ მაგალითად, გახარიას და ხაზარაძეს, იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იყვნენ და დღესაც არიან, ეს ადამიანები გამიჯნონ ერთმანეთისგან, „ნაცმოძრაობისგან" და მათგან შექმნან შუაშისტური ძალა, რაც არის შეუძლებელი. ამ ყველაფერს თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი დაადასტურებს საკუთარი გადაწყვეტილებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×