რეზონანსი
21.06.2025

ზანგეზურის დერეფანი არ იქნება, იქნება „მშვიდობის გზაჯვარედინი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა განმარტა, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ნიშნავს.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის მტკიცებით, თურქეთისთვის შუა დერეფნის დღის წესრიგი მნიშვნელოვანია.

ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ის სრულად შედის შუა დერეფანში, რომელსაც თურქეთი იცავს და ხელს უწყობს.

„ჩემთვის აშკარაა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება იყოს „შუა დერეფნის“ პროექტის ნაწილი და ის ამ ლოგიკაში ჯდება. სომხეთის გვერდის ავლით გადაადგილება თუ სურთ, კეთილი, გადაადგილდნენ. ეს ცუდია? ჩვენ თვითონ ვთავაზობთ ამას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამავდროულად, ფაშინიანმა ყველას მოუწოდა, მზად იყვნენ იმისთვის, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გახსნის შემდეგ აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×