
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ ტერიტორია, სადაც რუსი სამხედრო დააბიჯებს, რუსეთისაა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა.
სოციალური ქსელში გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში სიბიგამ დაწერა რომ რუსი სამხედრო სადაც ფეხს დგამს, მხოლოდ სიკვდილი, განადგურება და ნგრევა მოაქვს.
„მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და დანარჩენი მსოფლიო მოუწოდებენ მკვლელობების დაუყოვნებლის შეწყვეტას, რუსეთის ომის მთავარი დამნაშავე მეტი უკრაინული ტერიტორიის მიტაცებისა და მეტი უკრაინელის მოკვლის გეგმას განიხილავს. სინამდვილეში, სადაც რუსი სამხედრო ფეხს დგამს, მას მხოლოდ სიკვდილი, განადგურება და ნგრევა მოაქვს. პუტინს არ ადარდებს რუსი სამხედროები და უკრაინული დრონებით მოწყვეტილი მათი ფეხები. ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე გაანადგურა ერთი მილიონი რუსი სამხედრო უაზრო სისხლის ღვრაში უკრაინაში ყოველგვარი სტარტეგიული მიზნის მიღწვეის გარეშე. ერთი მილიონი სამხედრო, ორი მილიონი ფეხი", - დაწერა სიბიგამ.