რეზონანსი
21.06.2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზუგდიდში ხაჭაპური აჩუქეს და უთხრეს: "ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ!".

მეტრეველის თქმით, ის და ჰერჩინსკი ხშირად დადიან ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ახლოს მდებარე კაფეებში და სინამდვილეში, მას გამარჯობასაც ზრდილობისთვის ეუბნებიან.

"ძვირფასო პაველ, თბილისი მცირე ზომის ქალაქია, თქვენი წარმომადგენლობა ჩემი სახლიდან ზუსტად 20 მეტრში მდებარეობს. ჰოდა, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე, და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი, რადგან სტუმარი კაცი ხარ მაინც." - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×