რეზონანსი
21.06.2025

უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვითხრეს, რომ ეს ცხედრები მხოლოდ უკრაინელებსა და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ტყუილია. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებას კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება გვსურს. მაგრამ, რაოდენობის გამო რუსების დაბრუნება არ გვინდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „სუმის ოლქში არსებული ვითარება რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს".

„მათ სუმისა და ხარკოვის ოლქებში წარმატების „გაყიდვა" სურთ. რადგან თუ შესაბამის წარმატებას ვერ აჩვენებენ, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებით მათზე ზეწოლას მოახდენს. მიმდინარე კვირაში ისინი სუმის მიმართულებით 200 მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ 200-400 მეტრით უკან დახევა ვაიძულეთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×