რეზონანსი
21.06.2025

ვწუხვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, უკეთეს მომავალს იმსახურებენ.

„ვისაუბრე მათე დევიძისა და მრავალი სხვა დაპატიმრებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში. 21 წლის ასაკის, ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, არიან ერთგული მოქალაქეები. მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ საუკეთესო, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები, სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულსატკენია", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×